მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს - გია არაბიძე
ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს - გია არაბიძე

ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ამოქმედება საქართველოსთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს - გია არაბიძე

BM.GE20 მაისი, 2026, 14:10|bm.ge

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გაჩერებული ბაქო-სუფსის ნავთობსადენის შესაძლო ამოქმედება საქართველოსთვის ახალ სტრატეგიულ და ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს - როგორც BMG-სთან ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს, მილსადენის პროექტის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლისა და სამუშაო ადგილების გარანტიაა.

მისი განმარტებით, ბაქო-სუფსის ნავთობსადენის მთლიანი სიგრძის დაახლოებით მესამედი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, რაც ქვეყანას სოლიდურ სატრანზიტო შემოსავალს ჰპირდება - მილსადენით სარგებლობით განსაკუთრებით დაინტერესებულია ყაზახეთი, რაც პროექტის დატვირთვას რეალურს ხდის.

გია არაბიძის თქმით, ტრანზიტთან ერთად, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საქართველოში სრული ციკლის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა და განვითარება უნდა იყოს.

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რათა შევძლოთ ნავთობის ადგილზე გადამუშავება და აღარ ვიყოთ დამოკიდებული იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე, იქნება ეს რუმინეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან. ეს ქვეყნისთვის სერიოზული ეკონომიკური ბენეფიტია," - აცხადებს არაბიძე BMG-სთან.

არაბიძის შეფასებით, ნებისმიერი ამუშავებული ობიექტი - იქნება ის აზერბაიჯანული თუ ყაზახური მხარის მფლობელობაში - საქართველოს ბიუჯეტში დამატებით გადასახადებსა და დასაქმებულ მოქალაქეებს ნიშნავს.

"გაჩერებული ქარხანა და მილსადენი ქვეყანას არაფერს აძლევს. ამუშავებული ინფრასტრუქტურა კი ნიშნავს შემოსავალს გატარებიდან, ახალ სამუშაო ადგილებსა და ენერგეტიკულ სტაბილურობას," - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი, რომელიც ცნობილია ბაქო-სუფსის სახელით, საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტია. მილსადენის საშუალებით აზერბაიჯანში კასპიის ზღვის ჩირაგის საბადოდან მოპოვებული ნავთობი დასავლეთ საქართველოში სუფსის ტერმინალამდე მიდის. 1999 წელს გახსნილი მილსადენის სიგრძე 830 კმ-ია, აქედან 375 კმ საქართველოს ტერიტორიაზე გადის. უკრაინის ომამდე ბაქო-სუფსით წლიურად საშუალოდ 4 მლნ ტონა ნავთობი გადაჰქონდათ.

ბაქო-სუფსის მილსადენი 2022 წლიდან, რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო, ძირითადად გაჩერებულია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აზერბაიჯანთან მიღწეული შეთანხმებით მილსადენი ამუშავდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE