მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერატორი საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ 50-50%-ით თანადაფუძნებული კომპანია იქნება
ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერატორი საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ 50-50%-ით თანადაფუძნებული კომპანია იქნება

ბაქო-თბილისი-ყარსის ოპერატორი საქართველოს და აზერბაიჯანის მიერ 50-50%-ით თანადაფუძნებული კომპანია იქნება

BM.GE3 ივლისი, 2026, 19:00|bm.ge

შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზამ, რომელმაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი ააგო 2025 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. ანგარიშგების თანახმად, რკინიგზის ოფიციალურად ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ მის ოპერირებას მოახდენს "„ბი თი ქეი აი რეილვეისი" (BTKI Raiwlays), რომელიც 50%-50%-ის წილებით თანადაფუძნებულია "მარაბდა კარწახის რკინიგზის" შვილობილი კომპანია "ემ კა ერ ჯორჯიას" და აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილ ADY Servis-ის მიერ. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რკინიგზის აგებისთვის აზერბაიჯანის მიერ გამოყოფილი $775-მილიონიანი ვალის მომსახურება.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ოფიციალურად 2026 წლის 2 ივნისს გაიხსნა. რკინიგზის სიგრძეა 827 კილომეტრი, საიდანაც 183 კილომეტრი საქართველოზე გადის. რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი აშენდა 775 მილიონი დოლარის კრედიტით, რომელიც გამოყო "აზერბაიჯანის მაღალი ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სამინისტრომ". პროექტის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ 2007 წელს დააფუძნა შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", თავდაპირველად პროექტის განხორციელება გაცილებით მოკლე ვადებში იგეგმებოდა და მისი ქართული მონაკვეთის ბიუჯეტი 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, რომლის საპროცენტო განაკვეთიც 1%-ს შეადგენდა, შემდეგ კი მას დაემატა 575 მილიონი დოლარის საკრედიტო ხაზი, რომლის განაკვეთიც 5%-ს შეადგენს. აღნიშნული სესხის მიმღები იყო შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა", თუმცა ქართული მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები სასესხო შეთანხმების შესაბამისადვე განახორციელა საქართველოში აზერბაიჯანის რკინიგზის მიერ დაფუძნებულმა შვილობილმა "აზერბაიჯანის რკინიგზის საქართველოს ფილიალმა", ხოლო სამშენებლო კონტრაქტორი იყო "აზერბაიჯანის რკინიგზის შპს დემირიოლსერვის საქართველოს ფილიალი".

სასესხო შეთანხმების შესაბამისად, რკინიგზის ვალდებულების გასტუმრება უნდა მოახდინოს BTKI-ის ერთობლივმა საწარმომ, რომელიც პროექტის მონაწილე ქვეყნების მიერ არის ერთობლივად დაფუძნებული. კომპანიის დაფუძნება 2024 წლის 13 აგვისტოს მოხდა. "2024 წლის 13 აგვისტოს კომპანიამ, თავისი 100%-იანი შვილობილი კომპანიის - შპს „ემ კა ერ ჯორჯიას“ მეშვეობით, დააფუძნა შპს „ბი თი ქეი აი რეილვეის“ დსს "აზერბაიჯანის რკინიგზის“ შვილობილ კომპანია შპს „ADY Servis“-თან ერთად, 50%-50%-იანი წილობრივი მონაწილეობით. კომპანია დაფუძნდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და მართვის, ასევე, შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების მიზნით", - ნათქვამია შპს მარაბდა კარწახის რკინიგზის 2025 წლის ანგარიშში.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სატესტო რეჟიმში 2017 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნეს. მაშინ ითქვა, რომ რკინიგზა ოფიციალურ ექსპლოატაციაში 2018 წლიდან შევიდოდა და მისი წლიური გამტარიანობა 6.5 მილიონი ტონა იქნებოდა პირველ ეტაპზე, შემდეგ ეტაპზე კი 15 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა. ამასთან, 2017 წლის პრეზენტაციაზე ხაზგასმული იყო რკინიგზის სამგზავრო ასპექტი და მითითებული იყო, რომ რკინიგზას წლიურად 1 მილიონი მგზავრის გადაყვანა შეეძლებოდა. თუმცა, უკვე პოსტფაქტუმ აღნიშნულ "გახსნასთან" დაკავშირებით გაკეთდა განმარტება და აღინიშნა, რომ ეს იყო არა სრულმასშტაბიანი გახსნა არამედ "სატესტო გახსნა". ამასთან, უკვე მომავალში დამოდიფიცირდა გამტარიანობის შესახებ გაკეთებული დაპირებაც და წლიური გამტარიანობა 6.5 მილიონი ტონა (სამომავლოდ 15 მლნ ტონამდე ზრდის პოტენციალით) შეიცვალა 5 მილიონი ტონის დაპირებით.

წლების მიხედვით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მიერ გატარებული ტვირთების მოცულობა ასე ნაწილდება:

• 2025 წელი: 280,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 5.6% (5 მლნ ტონიდან) • 2024 წელი: 53,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 1.1% (5 მლნ ტონიდან) • 2023 წელი: 92,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 1.8% (5 მლნ ტონიდან) • 2022 წელი: 430,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 8.6% (5 მლნ ტონიდან) • 2021 წელი: 483,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 9.7% (5 მლნ ტონიდან) • 2020 წელი: 247,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 4.9% (5 მლნ ტონიდან) • 2019 წელი: 116,000 ტონა — რკინიგზის დატვირთვა 2.3% (5 მლნ ტონიდან).

თავად საქართველოს რკინიგზის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შემოსავალი მაქსიმალური 2021 წელს იყო და 9.5 მილიონ ლარს შეადგენდა, 2022 წელს ის 8 მილიონ ლარამდე; 2023-ში 1.7 მილიონ ლარამდე; 2024-ში 1 მილიონ ლარამდე შემცირდა, 2025 წელს კი 5.3 მილიონ ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ჯერჯერობით არცერთი წლის განმავლობაში ამ სარკინიგზო ხაზს 10 მილიონ ლარზე დიდი შემოსავალი არ ჰქონია. უცნობია საპროექტო მოცულობის 5 მლნ ტონის რა წილზე გავა რკინიგზის დატვირთვა 2026 წელს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აგროთანადაფინანსების პროგრამა იყო დროული და კარგი - მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე

აგროთანადაფინანსების პროგრამა იყო დროული და კარგი - მერძევეთა ასოციაციის თავმჯდომარე

BM.GE

“კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა არსებობდეს" - რა ვითარებაა ბაზარზე პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვის შემდეგ?

“კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა არსებობდეს" - რა ვითარებაა ბაზარზე პლასტიკის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვის შემდეგ?

BM.GE

5 თვეში ბათუმის პორტმა 3.4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა

5 თვეში ბათუმის პორტმა 3.4 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა

BM.GE

EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი

EU-მა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების მორიგი კლასტერის გახსნას დაუჭირა მხარი

BM.GE