მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბაქოს ცენტრში საქართველოს ახალი საელჩოს მშენებლობა იგეგმება
ბაქოს ცენტრში საქართველოს ახალი საელჩოს მშენებლობა იგეგმება

ბაქოს ცენტრში საქართველოს ახალი საელჩოს მშენებლობა იგეგმება

BM.GE27 ოქტომბერი, 2026, 03:43|bm.ge

ბაქოში საქართველოს ახალი საელჩოს მშენებლობისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს შეისყიდის. პროექტის განხორციელებას საქართველოს მთავრობის 20 ოქტომბრის განკარგულება ითვალისწინებს, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.

დოკუმენტის მიხედვით, საელჩოს შენობა აზერბაიჯანის დედაქალაქის იასამალის რაიონში, ნარიმან ნარიმანოვისა და ბაშირ საფაროღლუს ქუჩების კვეთაზე მდებარე 3,444.5 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე აშენდება. შესყიდვა ერთი ხელშეკრულებით, Design-Build მეთოდით განხორციელდება, რაც პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ერთიან კონტრაქტში მოქცევას გულისხმობს.

პროექტის 2026 წლის ღონისძიებები მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებებიდან დაფინანსდება. მომდევნო ეტაპებზე საჭირო თანხები კი 2027 წლისა და, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომი წლების ბიუჯეტებში უნდა გაითვალისწინონ. განკარგულების თანახმად, სამუშაოების დასრულების შემდეგ შენობა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცემა.

ახალი საელჩოს მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი საქართველოს აზერბაიჯანულმა მხარემ 2025 წლის იანვარში გადასცა. ბაქოს ცენტრალურ უბანში მდებარე დაახლოებით 3,500 კვადრატული მეტრის ტერიტორია როგორც საელჩოს შენობის, ისე საქართველოს ელჩის რეზიდენციის მოსაწყობად გამოიყო.

ამჟამად საქართველოს საელჩო ბაქოში, ნარიმანოვის რაიონში, იაშარ ჰუსეინოვის ქუჩის 13/15 ნომერში მდებარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 49 სტატია.

  • სააკაშვილი ლიზა იასკოს სარჩელს ეხმაურება: ჟასმინი ძალიან მიყვარს - დედაჩემმა მას კიევის ცენტრში ბინა აჩუქა და ფინანსურადაც ეხმარებარუსთავი 2
  • მდინარაძის ოფისი ვერის პარკის ბიზნეს ცენტრში განთავსდებატვ პირველი
  • რუსეთში დრონებით თავდასხმის შედეგად „იანდექსის“ მონაცემთა ცენტრის მუშაობა შეჩერდაფორმულა
  • სამინისტროს ცნობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია აღუდგანეტგაზეთი
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

როგორია მოლოდინები აშშ-ის შუალედური არჩევნების მიმართ?

BM.GE

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდა, იგი გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის სამიტს დაესწრება

BM.GE

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

დიდი ვალების გამო, ილონ მასკი 200-მდე AI-კომპანიის გაკოტრებას პროგნოზირებს

BM.GE

რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?

რამდენი ომი დაასრულა დონალდ ტრამპმა რეალურად?

BM.GE