მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმი-გონიოს საფეხმავლო ხიდი, ბულვარის რეაბილიტაცია - პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ბათუმი-გონიოს საფეხმავლო ხიდი, ბულვარის რეაბილიტაცია - პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

ბათუმი-გონიოს საფეხმავლო ხიდი, ბულვარის რეაბილიტაცია - პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა

BM.GE3 ივლისი, 2026, 16:05|bm.ge

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მდინარე ჭოროხზე ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ საფეხმავლო ხიდის პროექტირებისთვის, ასევე მთლიანად ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის 5.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. პროექტი მოიცავს ბათუმის ძველი და ახალი ბულვარს, სანაპირო ზოლს და მდინარე ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიებს. საპროექტო არეალის საერთო ფართობი 136 ჰექტარს შეადგენს.

განცხადების თანახმად, პროექტის მიზანია ბათუმის და გონიოს ბულვარის საფეხმავლო ხიდით დაკავშირება, ასევე ბათუმის ბულვარის პრომენადის, სარეკრეაციო სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ტერიტორიების განახლება. დოკუმენტის მიხედვით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდინარე ჭოროხზე დაგეგმილ საფეხმავლო ხიდს, რომელიც ბათუმსა და გონიოს შორის ახალ საფეხმავლო კავშირს შექმნის და წლის ყველა სეზონზე ფუნქციონირებად, ბუნებრივ გარემოსთან ინტეგრირებულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს.

სატენდერო დავალების აღწერის თანახმად, პროექტი მოიცავს ბათუმის ძველი და ახალი ბულვარის ინტეგრირებულ განვითარებას, სადაც გათვალისწინებულია როგორც ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ისე არსებული ობიექტების რეაბილიტაცია. დაგეგმილია გამწვანების, გარე განათების, უსაფრთხოების სისტემების, საინჟინრო ქსელების და უნივერსალური დიზაინის პრინციპების სრულად ინტეგრირება.

პროექტირების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო და სპორტული სივრცეების, ამფითეატრის, რეკრეაციული ზონების, ველო- და საფეხმავლო ბილიკების, არდაგანის ტბისა და შადრევნების სისტემების, ასევე მცირე არქიტექტურული ფორმებისა და ინფრასტრუქტურის სრულყოფა.

გარდა ამისა, დაგეგმილია ახალი საზოგადოებრივი ობიექტების პროექტირება, მათ შორის სავაჭრო და საინფორმაციო ჯიხურების, საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, ღია საშხაპეების, ადმინისტრაციული და მომსახურების შენობების, პარკინგების, კემპერებისთვის განკუთვნილი სივრცეების და ერთიანი დიზაინის გასაქირავებელი ობიექტების მოწყობა. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია სწორედ ბათუმი-გონიოს საფეხმავლო ხიდი.

პროექტი ასევე ითვალისწინებს საინჟინრო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას — გარე განათების, სარწყავი სისტემის, ელექტრომომარაგების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელების, სადრენაჟე სისტემების, ვიდეომეთვალყურეობისა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ჩათვლით.

დოკუმენტის მიხედვით, სატენდერო პირობები ასეთია:

კონკურსის სავარაუდო ღირებულება 5,500,000 ლარს დღგ-ს გარეშე შეადგენს. წინადადებების მიღება 2026 წლის 29 ივლისს დაიწყება და 3 აგვისტოს 12:00 საათზე დასრულდება.

სატენდერო პირობებით განსაზღვრულია, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მოამზადოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 კალენდარული თვის ვადაში. ეს კი ნიშნავს, რომ 2026 წლის საზაფხულო სეზონზე აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება და ის სავარაუდოდ 2027 წლის საზაფხულო სეზონისთვის იქნება მზად.

პროექტირების შემდეგ დადგინდება თუ რამდენი მილიონი ლარი დაჯდება როგორც ახალი ხიდის აშენება ასევე მთლიანად ბულვარის რეაბილიტაცია. წინასწარ უცნობია თუ რამდენი ათეული მილიონი ლარი შეიძლება იყოს პროექტის მთლიანი ღირებულება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 75 სტატია.

  • შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებულირუსთავი 2
  • კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენფორმულა
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში ბათუმის, ჭიათურის, ახმეტის, ყვარლის მუნიციპალიტეტებში და თბილისში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილესიმედი
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →გამოცხადდა →

მსგავსი სტატიები

„ბიზნესი თავისუფალია“ - კალაძე აფხაზეთში საწვავის შესვლას კანონიერად მიიჩნევს

„ბიზნესი თავისუფალია“ - კალაძე აფხაზეთში საწვავის შესვლას კანონიერად მიიჩნევს

BM.GE

დმანისი-საფარლოს გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთს 12.5 მლნ ლარად რეაბილიტაცია უტარდება - რა ეტაპზეა?

დმანისი-საფარლოს გზის 15-კილომეტრიან მონაკვეთს 12.5 მლნ ლარად რეაბილიტაცია უტარდება - რა ეტაპზეა?

BM.GE

II კვარტალში შემცირდა რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება - საქსტატი

II კვარტალში შემცირდა რძის, ხორცისა და კვერცხის წარმოება - საქსტატი

BM.GE

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

AG Energy-ის განცხადება გოგნის ქარის პროექტთან დაკავშირებით

BM.GE