მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმის შემოვლითი გზის სასესხო პროექტის დასრულება გადავადდა - შეთანხმება ADB-თან
ბათუმის შემოვლითი გზის სასესხო პროექტის დასრულება გადავადდა - შეთანხმება ADB-თან

ბათუმის შემოვლითი გზის სასესხო პროექტის დასრულება გადავადდა - შეთანხმება ADB-თან

BM.GE8 მაისი, 2026, 19:20|bm.ge

საქართველოს მთავრობამ და აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ჯერ კიდევ 2017 წელს, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ გაფორმებული 108 მილიონი ევროს სასესხო შეთანხმების მეხუთე ცვლილებას მოაწერეს ხელი. სესხის დახურვის თარიღი განსაზღვრული იყო 2025 წლის 31 დეკემბრით და ის 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

საქმე ისაა, რომ ბათუმის შემოვლითი მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც 330 მილიონი ლარი დაჯდა, 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა, თუმცა პროექტთან დაკავშირებით სასესხო შეთანხმებაში განხორციელებული ცვლილებები მოიცავდა არამხოლოდ ამ მაგისტრალის მშენებლობის დასრულებას, არამედ სხვა პროექტების განხორციელებასაც, რომელთა დასრულება 2026 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა.

ცვლილებების ისტორია

პროექტის მიმდინარეობისას სასესხო შეთანხმებაში არაერთი მნიშვნელოვანი კორექტირება შევიდა. სესხის ფარგლებში წარმოქმნილი დანაზოგებითა და რესურსების რეალოკაციით დაფინანსდა ისეთი დამატებითი სამუშაოები, როგორიცაა:

• ბაკურციხე-წნორის გზის მონაკვეთისა და ფოთის ხიდის მშენებლობა. • ბათუმი-სარფის მონაკვეთის დეტალური პროექტირება. • თბილისი (გლდანი)-თიანეთის გზისა და მეწყრული ზონების რეაბილიტაცია (რომელიც მოგვიანებით მე-4 ცვლილებით გაუქმდა და თანხები ისევ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობასა და ზედამხედველობაზე მიიმართა). სწორედ აღნიშნული სამუშაოების დასრულებას მიება ხელშეკრულების ვადის გადაწევა.

№5 ცვლილების წერილ-შეთანხმებას ხელი 2026 წლის 2 აპრილს მოეწერა, რაც უზრუნველყოფს პროექტის შეუფერხებელ დასრულებას განახლებულ ვადებში.

ADB-ის მიერ გამოყოფილი სესხი 24-წლიანია (აქედან 13 წელი შეღავათიანია) და მისი საპროცენტო განაკვეთი EURIBOR +0.7%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE