მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება
ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

ბათუმში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება

BM.GE4 ივნისი, 2026, 17:05|bm.ge

ბათუმში, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, გიორგი ანწუხელიძისა და დავით კაკაბაძის ქუჩებზე, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტისთვის განაშენიანების დეტალური გეგმა ბათუმის საკრებულომ 29 მაისს დაამტკიცა. პროექტის ინვესტორია შპს "არტექს ინვესტი".

საპროექტო ტერიტორია მოიცავს ექვს მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო ფართობი 7 623 კვადრატული მეტრია. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის განთავსება შესაბამისი სატრანსპორტო და საინჟინრო ინფრასტრუქტურით, ავტოსადგომებითა და გამწვანებული სივრცეებით.

პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების თანახმად, განაშენიანების ფართობი 34 303 კვადრატული მეტრი იქნება. საცხოვრებელი ნაწილი 532 ბინას მოიცავს, რომელთა ჯამური ფართობი 18 603 კვადრატული მეტრია. დამატებით, პროექტში 2 086 კვადრატული მეტრი საზოგადოებრივი დანიშნულების ფართიცაა გათვალისწინებული.

პროექტის მიხედვით, კომპლექსის მაქსიმალური სიმაღლე 36.75 მეტრი იქნება. დაგეგმილია 10 მიწისზედა და ერთი მიწისქვეშა სართულის მოწყობა. პროექტი 165 ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ავტოსადგომები ნაწილობრივ მიწისქვეშ, ნაწილობრივ კი ღია მიწისზედა სივრცეში განთავსდება.

დეტალური გეგმის მიხედვით, კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან დაახლოებით 1.5 კილომეტრში მდებარეობს.

დოკუმენტის თანახმად, პროექტის განხორციელება კერძო ინვესტიციით იგეგმება და მისი დასრულების ვადად 2031 წლის 31 დეკემბერია განსაზღვრული. ავტორების შეფასებით, მშენებლობა ხელს შეუწყობს ტერიტორიის ურბანულ განვითარებას, საცხოვრებელი ფონდის ზრდასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანია "არტექს ინვესტი" 2025 წლის აგვისტოში არის დაფუძნებული და მისი 100%-ის წილი გოჩა აფაქიძეს ეკუთვნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მშენებლობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 74 სტატია.

  • პროტესტი გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე - მოსახლეობა სასტუმროს მშენებლობის შეჩერებას ითხოვსტვ პირველი
  • ბათუმში შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობსრუსთავი 2
  • რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის განკუთვნილი თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობსიმედი
  • უშგულში ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდაფორმულა
მშენებლობა →ბათუმში →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE