მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სუვერენიტეტის დაცვისთვის გადახდილი საზღაურია | ირაკლი კირცხალია
ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სუვერენიტეტის დაცვისთვის გადახდილი საზღაურია | ირაკლი კირცხალია

ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სუვერენიტეტის დაცვისთვის გადახდილი საზღაურია | ირაკლი კირცხალია

BM.GE3 ნოემბერი, 2026, 17:23|bm.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) მიერ გამოქვეყნებულ „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეყვანა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის გამო განხორციელებული ზეწოლის მორიგი მცდელობაა.

როგორც კირცხალია აცხადებს, „დიფ სთეითის“ ლოგიკით, რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი და აბსურდული ბრალდება, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის სახელით გავრცელებულ განცხადებაში კირცხალია წერს, რომ პრესის თავისუფლების მიტაცებისა და ბიძინა ივანიშვილის ერთ კონტექსტში ხსენება ღიმილისმომგვრელია. მისი შეფასებით, RSF-ის მიერ გამოქვეყნებული სია ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის მორიგი მცდელობაა.

„თუმცა, როგორც ჩანს, „დიფ სთეითის“ ლოგიკა ასეთია, რაც უფრო გრანდიოზულია ტყუილი, რაც უფრო აბსურდული და დაუჯერებელია ბრალდება, რაც უფრო მეტად სცდება ყოველგვარ ზღვარს მისი უტიფრობა, მით უფრო დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს იგი. თითქოს ამ უკიდურესობაშია მისი ზემოქმედების ძალა, ანუ საკმარისია ტყუილი იმდენჯერ, ისეთი მონდომებითა და სიხშირით გაიმეორო, რომ აბსურდულობის მიუხედავად, თავად ბრალდება იქცეს ფაქტად“, - აცხადებს კირცხალია.

მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები ორმაგი სტანდარტებით მოქმედებენ და მათთვის მიუღებელია ის ლიდერები, რომლებიც „ეროვნულ ინტერესებს იცავენ და გარე კარნახს არ ემორჩილებიან“. კირცხალიამ პარალელი გაავლო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან და აღნიშნა, რომ მაშინდელი ხელისუფლება, მედიაზე სრული კონტროლის მიუხედავად, დასავლელი პარტნიორებისგან „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებოდა, რადგან ის „უცხოელი პატრონების ინტერესებს ემსახურებოდა“.

უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, დღეს საქართველოში მედიაგარემო „მაქსიმალურად პლურალისტურია“ და ოპოზიციურ მედიასაშუალებებს ხელისუფლების მიმართ უმწვავესი კრიტიკის გამოხატვის სრული შესაძლებლობა აქვთ.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილის „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში შეყვანა სხვა არაფერია, თუ არა საზღაური, რომელსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე იხდის იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ეროვნულ ინტერესს და სუვერენიტეტს გლობალური ომის პარტიის ინტერესების შესაბამისად არ თმობს“, - აღნიშნა კირცხალიამ.

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) გამოაქვეყნა „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ განახლებული სია, სადაც ბიძინა ივანიშვილი იმ პირთა და ორგანიზაციათა ჯგუფში მოხვდა, რომლებიც მედიასა და საინფორმაციო გარემოზე გავლენას ეკონომიკური და პოლიტიკური ბერკეტებით ახდენენ.

RSF-ის შეფასებით, მილიარდერი ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანიშვილი ოფიციალური თანამდებობის არქონის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის უკან რეალურ მმართველ ძალად რჩება.

აღნიშნულ სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 35-მდე ლიდერი და გავლენიანი ფიგურაა შეყვანილი, მათ შორის: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ივანიშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანაფორმულა
  • ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა ივანიშვილს მოკითხვას უთვლისტვ პირველი
  • ცოტნე ანანიძე ოპოზიციაზე: ამერიკაში არჩევნებია - პუტინი, ბიძინა ივანიშვილზე და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე - პუტინი, საფრანგეთში პროცესებია - პუტინი, "ჩელიაბინსკის სინდრომი" მოიგონეს, რაც უკვე მათი დიაგნოზია რუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: 21.3% იყო ჯერ კიდევ 2020 წელს სიღარიბე და სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - 7.1%, ესეც არის ერთ-ერთი შედეგი, რაც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამ, დემოკრატიულმა გარდატეხამიმედი
ივანიშვილის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?

ბავშვებისა და მოზარდებისთვის ფინანსური განათლების პლატფორმა შეიქმნა - რას გთავაზობთ coding.ge?

BM.GE

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

წელს Anthropic-ის შემოსავალი 1,200%-ით გაიზარდა

BM.GE

9 თვეში შტატგარეშე მოხელეებმა ხელფასის სახით რეკორდული ₾522 მილიონი მიიღეს

9 თვეში შტატგარეშე მოხელეებმა ხელფასის სახით რეკორდული ₾522 მილიონი მიიღეს

BM.GE

წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 3 600 მოქალაქეა გაძევებული - შსს

წელს საქართველოდან უცხო ქვეყნის 3 600 მოქალაქეა გაძევებული - შსს

BM.GE