მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ბილტმორ თბილისში“ დღეს შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება
„ბილტმორ თბილისში“ დღეს შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

„ბილტმორ თბილისში“ დღეს შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 12:40|bm.ge

დღეს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია - Bridging Markets, Connectivity, and Sustainable Growth გაიმართება.

ღონისძიება ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) შავი ზღვის პლატფორმის (BSP) ინიციატივის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება.

ორგანიზატორთა ინფორმაციით, კონფერენციას ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, BSEC-ის გენერალური მდივნის მოადგილე დიმიტრიოს რალისი, EBRD-ს კავკასიის რეგიონული დირექტორი ტომას კაირისი, IFC-ს მენეჯერი საქართველოში შაბანა ხავარი და GIZ-ის პროექტის დირექტორი ტორბენ ჰაინემანი გახსნიან.

"კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის შესაძლებლობები და გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.აქცენტი გაკეთდება დერეფნის გაძლიერებისკენ მიმართულ დიპლომატიურ სინერგიაზე, მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების პროექტებზე და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში პროფესიულ განათლებაზე", - ნათქვამია EUGBC-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, ბიზნესასოციაციების, კერძო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის - 50-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი, კონსტანცასა და ჩორნომორსკის პორტებიდან, ნიდერლანდების სამეფოს წამყვანი ლოგისტიკური კომპანიებიდან, აგრეთვე კომპანიები ცენტრალური აზიიდან, მოლდოვიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისში

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 171 სტატია.

  • თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მკვლელობა მოხდაფორმულა
  • კახა კალაძე თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაზე: ჩვენი მიზანია მოძრაობის ორგანიზება ისე, რომ ყველა მიმართულებით გადაადგილება იყოს უსაფრთხო, მოწესრიგებული და მაქსიმალურად ეფექტიანირუსთავი 2
  • „ასეთი საცობები მსოფლიოში არსად მინახავს“ - ილია თოფურია თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზეტვ პირველი
  • ცხინვალი და სოხუმი თბილისისგან ძალის არგამოყენების შეთანხმებას მოითხოვენნეტგაზეთი
თბილისში →

მსგავსი სტატიები

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

„კარფური“ მომხმარებლებს სადღესასწაულო განწყობას უქმნის – ყველაზე დიდი „საახალწლო სოფელი“ „თბილისი მოლში“

BM.GE

საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

საზღვარგარეთ ფილიალების გახსნაზე "საქართველოს უნივერსიტეტიც" ფიქრობს - კოკა თოფურია

BM.GE

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება

ორწლიანი პაუზის შემდეგ, დღეს, სოციალური მეწარმეობის მე-13 ფორუმი გაიმართება

BM.GE

მიმდინარე კვირაში ქერჩის ხიდზე მესამე თავდასხმა განხორციელდა - მედია

მიმდინარე კვირაში ქერჩის ხიდზე მესამე თავდასხმა განხორციელდა - მედია

BM.GE