ორიგინალი
ბინების გაყიდვებში შიდა განვადების წილი 60-70%-ია, ამ პორტფელს ჯეროვანი მონიტორინგი სჭირდება - ირინა კვახაძე
BM.GE·23:12

ბინების გაყიდვებში შიდა განვადების წილი 60-70%-ია, ამ პორტფელს ჯეროვანი მონიტორინგი სჭირდება - ირინა კვახაძე

29 ნოემბერი, 2026 · 23:12

უძრავი ქონების ბაზარზე რეალიზაციის მთავარ სქემად შიდა განვადებები რჩება. „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციით, სექტორში ბინების 60-70% სწორედ დეველოპერების შიდა განვადებების სხვადასხვა სქემებზე მოდის.

როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა BMG-ს ყოველწლიური კონფერენცია GREMO 2026-ის ფარგლებში განუცხადა, ამ ეტაპზე უძრავი ქონების დარგის სტაბილურობიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მკვეთრი რისკები არ ჩანს, თუმცა აუცილებელია პროცესების მუდმივი მონიტორინგი, რადგან დეველოპერების შიდა განვადებები ფაქტობრივად, საკრედიტო პორტფელს წარმოადგენს.

„როგორც წესი, [გაყიდვების] უფრო დიდი ნაწილი შიდა განვადებების არის, თუმცა რაც უფრო იზრდება პრემიალური სეგმენტი, შიდა განვადებების წილი შედარებით იკლებს და აქ უფრო პირდაპირი გაყიდვის ტენდენცია იზრდება. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჯერ ისევ შიდა განვადების წილი არის საკმაოდ მაღალი, დაახლოებით 60-70% გაყიდვებში.

რისკი არის იმ შემთხვევაში, თუკი შიდა განვადებების მონიტორინგი არ იქნება ჯეროვანი. საკრედიტო პორტფელს თავისი რისკი ყოველთვის ახლავს. შეიძლება, ჩავთვალოთ, რომ შიდა განვადებები გარკვეული ფორმის საკრედიტო პორტფელია და მას სჭირდება ჯეროვანი მონიტორინგი, გაცემის ჯეროვანი წესები და დაკვირვება, რა მუშაობს, რა - არა.

ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს ახლა უზარმაზარი რისკია, თუმცა ამაზე ფიქრი და დაკვირვება არის ძალიან მნიშვნელოვანი უძრავი ქონების ბაზრის სიჯანსაღისთვის.

შიდა განვადება დღეს არის ისეთი ინსტრუმენტი, რომელიც, ერთის მხრივ, ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინონ ბინა და მეორეს მხრივ, საერთოდ აადვილებს წვდომას. როდესაც გაადვილების მექანიზმი შემოდის, აქ ფრთხილად უნდა ვიყოთ და თვალი უნდა გვეჭიროს, რაიმე სიგნალები ხომ არ არის ბაზარზე, რომელიც გვანიშნებს, რომ შეიძლება, რისკის ზონაში შევდიოდეთ.

ამ ეტაპზე ამ სიგნალებს ვერ ვხედავთ, თუმცა იმისათვის, რომ ეს რისკი რაც შეიძლება, მინიმუმამდე დავიდეს, მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალე ეს მონაცემები, კარგად რეგისტრირებული, აღრიცხული და თავად კომპანიები ფლობდნენ საკმაოდ კარგ წარმოდგენას, თუ რისგან და ვისგან შედგება მათი პორტფელი“, - განაცხადა ირინა კვახაძემ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბინების გაყიდვებში შიდა განვადების წილი 60-70%-ია, ამ პორტფელს ჯეროვანი მონიტორინგი სჭირდება - ირინა კვახაძე

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·22:47

ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობა 2027 წელს

ევროპის 10 საუკეთესო საშობაო ბაზრობა 2027 წელს
BM.GE·22:33

მანდარინის მოსავალი ექსპორტის შესაძლებლობებს სამჯერ აღემატება – ვაჟა მკურნალიძე 20-30 ათასი ტონის გაფუჭებას პროგნოზირებს

მანდარინის მოსავალი ექსპორტის შესაძლებლობებს სამჯერ აღემატება – ვაჟა მკურნალიძე 20-30 ათასი ტონის გაფუჭებას პროგნოზირებს
BM.GE·22:27

LEGO პორტუგალიაში €1 მლრდ-ს ღირებულების ქარხანას ააშენებს და 1 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის

LEGO პორტუგალიაში €1 მლრდ-ს ღირებულების ქარხანას ააშენებს და 1 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის
BM.GE·22:11

სრული აკრძალვით პროცესები ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის| არჩილ ხომასურიძე სუროგაციაზე

სრული აკრძალვით პროცესები ყოველთვის იატაკქვეშეთში მიდის| არჩილ ხომასურიძე სუროგაციაზე
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.