მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბოლო პერიოდში კლების შემდეგ, საავიაციო საწვავზე ფასმა მცირედით მოიმატა
ბოლო პერიოდში კლების შემდეგ, საავიაციო საწვავზე ფასმა მცირედით მოიმატა

ბოლო პერიოდში კლების შემდეგ, საავიაციო საწვავზე ფასმა მცირედით მოიმატა

BM.GE10 ივლისი, 2026, 16:25|bm.ge

ბოლო კვირებში კლების შემდეგ, საავიაციო საწვავზე ფასმა მცირედით 2%-ით მოიმატა და ბარელზე საშუალო ფასმა კვირის ჭრილში 119 დოლარი შეადგინა, თუმცა წინა თვესთან შედარებით, ფასი კვლავ 8%-ით დაბალია.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით საწვავზე ფასი განსხვავებულია. აზიაში საშუალო ფასი 115 დოლარს შეადგენს, ევროპაში 122 დოლარს, ხოლო ახლო აღმოსავლეთში - 110 დოლარს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში, ირანი-აშშ-ის სამხედრო დაპირისპირების დროს საწვავზე ფასი გაორმაგდა და 200 დოლარსაც აჭარბებდა.

საავიაციო საწვავის გაიაფების მიზეზი აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება იყო. 14 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან სამშვიდობო შეთანხმების შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, ჰორმუზის სრუტე, რომელიც მსოფლიო ნავთობის თითქმის მეხუთედს ატარებს, ირანთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ხელახლა გაიხსნება. ეს სრუტე თებერვლის ბოლოდან სრულად ჩაკეტილი იყო, რამაც მსოფლიოში ყველა ტიპის საწვავი გააძვირა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საწვავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • „ივანიშვილის პირდაპირი ბიზნესია ოკუპანტებთან“ - ბესო შენგელია აფხაზეთში საწვავის მიწოდებაზეტვ პირველი
  • საწვავის დეფიციტის ფონზე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის პარტია შედისფორმულა
  • გიორგი ახობაძე: მე მგონი უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ საწვავი ათრიონ აფხაზეთისკენ. მერე უბრალოდ დავჯდეთ და ჩვენს ნავთობტერმინალებზე რომ უკრაინული ჩიტები მოფრინდებიან, იმათ შევძახოთ ღიმილით და ჩქარი ტაშითიმედი
  • კობახიძემ აფხაზეთში შეტანილი საწვავის მოცულობა დაასახელანეტგაზეთი
საწვავის →

მსგავსი სტატიები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

NVIDIA სტარტაპ Perplexity AI-ში ინვესტირებას გეგმავს — კომპანიის შეფასებამ $30 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

როგორ აფასებს კრემლი რუსული სამხედრო ალიანსიდან სომხეთის გასვლას?

BM.GE

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

ნორვეგია 2027 წელს უკრაინას $9.2 მილიარდის დახმარებას გამოუყოფს

BM.GE