
BOYGAR’S-ის მაღაზია რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიუხედავად, BOYGAR’S-ის მაღაზია უწყვეტად აგრძელებს მუშაობას და ემსახურება მომხმარებლებს.
ბოიგარსი მაღალი მოდის მულტიბრენდული მაღაზიაა, სადაც 60-მდე ბრენდია წარმოდგენილი, მათ შორის: Saint Lauren, Loewe, Gucci, The Row, Tom Ford, Phoebe Philo, Bottega Veneta, Prada, Miu Miu და ა.შ. ამ მომენტში სეზონურ ფასდაკლებასთან ერთად, მაღაზიაში წარმოდგენილია შემოდგომა/ზამთრის უახლესი კოლექციები, შესაბამისად, შოპინგისთვის იდეალური პერიოდია.
სწორედ ამიტომ, კომპანია ზრუნავს, რომ დროებითმა შეზღუდვებმა არ შეაფერხოს მომხმარებლის კომფორტი, ამიტომ აწვდის დეტალურ ინფორმაციას მაღაზიამდე მისასვლელი ალტერნატიული მარშრუტების, ასევე დამატებითი ლოკაციების შესახებ.
BOYGAR’S -ში მისვლა შესაძლებელია ორი ძირითადი მარშრუტით:
რუსთაველის გამზირის მხრიდან, ქვეითებისთვის საფეხმავლო ბილიკებია, რომლის მეშევეობითაც შესაძლებელია მაღაზიამდე მოსვლა.
თაბუკაშვილის ქუჩიდან შეფერხების გარეშე შესაძლებელია როგორც ფეხით, ისე ავტომობილით მისვლა. ავტომობილით მოსულ სტუმრებს კომპანია სთავაზობს კერძო პარკინგით სარგებლობას, სადაც მათ მომხმარებელთა მრჩეველი დახვდება.
ალტერნატიული ლოკაციები
რუსთაველის ბუტიკის პარალელურად, BOYGAR’S მომხმარებლებს სამ დამატებით ალტერნატივას სთავაზობს:
Paragraph Golf & Spa Tabori-ს ტერიტორიაზე ბოიგარსის ახალი ფილიალი გაიხსნა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ როგორც თაბორის ფილიალში არსებული კოლექცია, ასევე წინასწარ შერჩეული სამოსი და აქსესუარები მოიზომონ.
აუთლეტ-სივრცე Drops by BOYGAR’S ათონელის ქუჩაზეა, სადაც შესაძლებელია წინასწარ შერჩეული ახალი კოლექციის ნივთების მოსინჯვა.
ონლაინ პლატფორმა boygars.com, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად შოპინგი.
მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, BOYGARS-ის გუნდი მზადაა ვიზიტამდე წინასწარ მოამზადოს ან დაარეზერვოს სასურველი ნივთები, ისე, რომ მაღაზიაში სტუმრობა მიმდინარე სამუშაოების პერიოდშიც მაქსიმალურად კომფორტული იყოს.
BM.GE
წყარო: bm.ge