მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრად ჯონ ჰილი დანიშნა - როგორი იქნება მისი სტრატეგია?
ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრად ჯონ ჰილი დანიშნა - როგორი იქნება მისი სტრატეგია?

ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრად ჯონ ჰილი დანიშნა - როგორი იქნება მისი სტრატეგია?

BM.GE21 ივლისი, 2026, 19:00|bm.ge

დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრის პოსტზე ჯონ ჰილი დანიშნა. როგორც ცნობილია, ქვეყნის ახალ მთავრობას მემარცხენე ეკონომიკური დღის წესრიგის განხორციელებასა და ფინანსურ ბაზრებზე სტაბილურობის შენარჩუნებას შორის ბალანსის პოვნა მოუწევს.

ჯონ ჰილს, სახელმწიფო მართვისა და თავდაცვის სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, საიდანაც ბოლო პერიოდში, ენდი ბერნემის პრემიერობამდე, კირ სტარმერის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა. აღნიშნული თანამდებობა მან მას შემდეგ დატოვა, რაც განაცხადა, რომ მთავრობა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი რესურსების გამოყოფას არ გეგმავდა, რის გამოც ახალ ამპლუაში მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ თავდაცვის დანახარჯების გაზრდა იქნება.

ახალმა პრემიერ-მინისტრმა და ფინანსთა მინისტრმა საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიის გადასახადის 5%-იდან 0%-მდე შემცირების შესახებ უკვე განაცხადეს, რაც 2026-2027 წლებში $1.1 მილიარდს მოითხოვს. აღნიშნული ინიციატივის დაფინანსება ყოფილი პრემიერის, კირ სტარმერის ციფრული ID პროგრამის გაუქმებით იგეგმება, რამაც მომდევნო სამ წელიწადში $2.3 მილიარდი უნდა დაზოგოს.

ჯონ ჰილის განმარტებით, ენერგოგადასახადის შემცირება ოჯახებს ზამთრის პერიოდში ფინანსურ შეღავათს მიანიჭებს. პარალელურად, ახალ ფინანსთა მინისტრს თავდაცვის დანახარჯების გაზრდაც მოუწევს, სადაც საბიუჯეტო დეფიციტი $6.1 მილიარდს შეადგენს.

რაც შეეხება ექსპერტთა შეფასებებს, Polar Capital-ის ფონდის მენეჯერმა, ჯორჯ გოდბერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალის პირობებში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას ობლიგაციების ბაზარი გააკონტროლებს. მისი თქმით, ობლიგაციების სარგებლის ზრდა საოჯახო მეურნეობებისთვის იპოთეკური სესხების გაძვირებას იწვევს, რაც ენერგოგადასახადის შემცირებით მიღებულ სარგებელს აბათილებს. პარალელურად, JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა ბრიტანეთის ახალ მთავრობას მოუწოდა, ყურადღება ეკონომიკურ ზრდასა და ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავებაზე გაამახვილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას ის ბიზნესებიც დატოვებენ, რომლებიც უკვე ათწლეულებია იქ ოპერირებენ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ვალი $3.9 ტრილიონს შეადგენს, რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 95%-ია. ამასთან, ბრიტანეთში კერძო სექტორისთვის გადასახადები საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ბიზნესს აფერხებს და მშპ-ის ზრდას ანელებს.

ჯონ ჰილმა განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტის Christ's College-ში მიიღო, სადაც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობდა და 1982 წელს ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა. პოლიტიკაში აქტიურად ჩართვამდე იგი ჟურნალისტად მუშაობდა, მოგვიანებით კი პროფკავშირების კონგრესში კამპანიების დირექტორისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დამცველის პოზიციებს იკავებდა. 1997 წლიდან იგი ბრიტანეთის პარლამენტის წევრია ლეიბორისტული პარტიიდან. ტონი ბლერისა და გორდონ ბრაუნის მთავრობების დროს (2001–2010 წლებში) ჰილს სხვადასხვა საპასუხისმგებლო სამთავრობო პოსტი ეკავა, მათ შორის იყო ზრდასრულთა უნარების მინისტრი, ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური და ფინანსური მდივანი, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და საბინაო პოლიტიკის მინისტრი. 2024–2026 წლებში მას კირ სტარმერის კაბინეტში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 199 სტატია.

  • უკრაინის ფინანსთა მინისტრი: ომი ძალიან სწრაფად გამწვავდა, ეს სრულიად სხვა რეალობაა გასულ თვესთან შედარებით, ძალიან მძიმე ზამთარს ველოდებით - უკვე ვხედავთ ლიკვიდურობის პრობლემებს და ველოდებით სახსრების დეფიციტს ბიუჯეტშიიმედი
  • ესტონეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის სკანდალის გამო გადადგაფორმულა
  • "ნეთანიაჰუს პოლიტიკა დიდ ზიანს აყენებს თავად ისრაელსაც, უდიდესი ზიანი ადგება პალესტინელებს და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს" - თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრირუსთავი 2
  • სასამართლოში ავალიანის საქმეზე, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის პროცესი მიმდინარეობსტვ პირველი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

BM.GE

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

BM.GE

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

BM.GE

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

BM.GE