მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია დაამატა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია დაამატა

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში საქართველოში რეგისტრირებული სამი კომპანია დაამატა

BM.GE26 მაისი, 2026, 21:44|bm.ge

დიდი ბრიტანეთის ხაზინის სანქციების ოფისმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა, სანქციების სიაში მოხვდა სამი კომპანია რომლებიც საქართველოში არის რეგისტრირებული. სანქციების ძირითადი ნაწილი უკავშირდება კრიპტოვალუტების გაცვლის რუსულ სისტემებს, რომლებიც ოპერირებდნენ საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

სანქცების გადაწყვეტილების თანახმად, ეს კომპანიები დაკავშირებული არიან რუსულ კრიპტო გაცვლის ქსელ A7 network-თან.

"A7 ქსელი კრემლის მიერ მხარდაჭერილი სისტემაა, რომელიც შექმნილია დასავლური სანქციების გვერდის ავლისთვის, სამხედრო შესყიდვების დასაფინანსებლად და ნავთობის გაყიდვიდან მიღებული თანხების საბრუნავად. ქსელი აცხადებს, რომ გასულ წელს 90 მილიარდ დოლარზე მეტის ბრუნვა ჰქონდა.

ახალი ზომები ასევე ეხება 18 კომპანიას და პირს, რომლებიც A7-თან არიან დაკავშირებული. ეს ჯგუფი იყენებს ყირგიზულ ბანკს, რომელიც ეჭვმიტანილია ამ ქსელისთვის გადახდების ხელშეწყობაში, ასევე მსხვილ გლობალურ კრიპტოვალუტის ბირჟას, რომლითაც, ჩვენი ვარაუდით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი კრემლის სალაროში ჩაირიცხა. ჩვენ ასევე ვმართავთ 3 ქართულ კომპანიას, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს მართავენ სანქციებისგან თავის არიდების მიზნით,"- ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული დოკუმენტის თანახმად სანქციები საქართველოში დაფუძნებულ შემდეგ კომპანიებს დაუწესდათ: Arvix LLC-ს (შპს არვიქს), Rapira Group LLC-სა (შპს რაპირა გრუპ) და Aifory LLC-ს (შპს ეიაიფორი).

საკითხზე უფრო მეტი დეტალი იხილეთ სტატიაში - ვის ეკუთვნის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთმა დღეს დაასანქცირა

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE