მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ბრიუსელი ტექნოლოგიური გიგანტების დასაბეგრად ახალ გადასახადს ამზადებს
ბრიუსელი ტექნოლოგიური გიგანტების დასაბეგრად ახალ გადასახადს ამზადებს

ბრიუსელი ტექნოლოგიური გიგანტების დასაბეგრად ახალ გადასახადს ამზადებს

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 03:55|bm.ge

ევროკომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლების დასაბეგრად მსხვილ კორპორაციებზე საერთო გადასახადის გავრცელების ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა.

არსებული ინფორმაციით, ბრიუსელმა ინიციატივა ვაშინგტონთან მოსალოდნელი სავაჭრო დაპირისპირებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საპასუხო ზომების თავიდან არიდების მიზნით შეიმუშავა. Financial Times-ის ექვსი ინფორმირებული წყაროს ცნობით, ამჟამად ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო Apple-ის, Meta-სა და Google-ის საქმიანობიდან თანხების მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს. როგორც ირკვევა, ევროპელი კანონმდებლები მიზნად ტექნოლოგიური გიგანტებისგან დამატებითი საბიუჯეტო რესურსების მოზიდვას პირდაპირი ციფრული გადასახადის დაწესების გარეშე ისახავენ.

Financial Times-ის ინფორმაციით, ბრიუსელს სურს, ამერიკული კომპანიები CORE-ის ინიციატივას პირდაპირ მიაბას. საუბარია ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიებისთვის განსაზღვრულ ყოველწლიურ ფიქსირებულ გადასახადზე, რომელიც ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომელთა წლიური შემოსავალიც €100 მილიონს ($112.32 მლნ.) აჭარბებს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. Financial Times-თან საუბარში ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ დედაქალაქების ნაწილი ამერიკული მხარის გაღიზიანების თავიდან არიდების მიზნით პირდაპირ ციფრულ გადასახადს ეწინააღმდეგება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრიუსელის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 34 სტატია.

  • გია აბაშიძე ევროკომისიის კვლევაზე: როცა ევროპული სტრუქტურების საკუთარივე ციფრები და პოლიტიკური რიტორიკა ერთმანეთს გამორიცხავს, ცხადი ხდება, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას რეალობისთვის თვალის გასწორება უჭირსრუსთავი 2
  • ირაკლი კირცხალია ევროკომისიის კვლევაზე: ერთია რეალობას აცდენილი პოლიტიკური განცხადებები ბრიუსელიდან და მეორეა ავტორიტეტული ორგანიზაციების და ინსტიტუციების მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც სხვადასხვა მიმართულებით საქართველო არა მხოლოდ რეგიონში, ხშირად მსოფლიო მასშტაბით არის ლიდერ პოზიციებზეიმედი
  • საქართველო ევროკავშირის მიღმა - "ოცნება" ბრიუსელის გადაწყვეტილებას "ბნელ გეგმას" უწოდებსტვ პირველი
  • Politico: ბრიუსელი 4 პერსპექტიული კანდიდატი ქვეყნისთვის სამოქმედო გეგმებს ამზადებსნეტგაზეთი
ბრიუსელის →

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

BM.GE

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

BM.GE

რას მოიცავს Black Hills-ისა და Google-ის $1.8 მილიარდიანი გარიგება?

რას მოიცავს Black Hills-ისა და Google-ის $1.8 მილიარდიანი გარიგება?

BM.GE

შავი ჭირი რუსეთში - რა ვიცით და უნდა გვეშინოდეს თუ არა?

შავი ჭირი რუსეთში - რა ვიცით და უნდა გვეშინოდეს თუ არა?

BM.GE