მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

იმედი|imedinews.ge

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ბობოყვათში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეების განცხადებების განხილვის პროცესის შეფერხებისა და გაჭიანურების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„საკითხის დეტალურად შესწავლის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოითხოვა ინფორმაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია ბობოყვათში მცხოვრები მოქალაქეების პროტესტის შესახებ, სადაც ისინი აცხადებდნენ, რომ წლებია, საკუთარი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას უშედეგოდ ითხოვენ, ახლა კი ამ ტერიტორიაზე სტადიონის მშენებლობა იგეგმება.

სააგენტოში არსებული მონაცემების მიხედვით, მოქალაქეების მიერ მითითებული მიწის ნაკვეთები აზომილია მდინარე დეხვას, სასაფლაოსა და გზის მიმდებარე ტერიტორიებზე და არ წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს.

ამასთან, სააგენტოში დაცული ისტორიული საკადასტრო მონაცემების ბაზებში აღნიშნული მიწის ნაკვეთები ფიქსირდება, როგორც სახელმწიფოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრება. გრაფიკული მონაცემების ბაზა - ე.წ. ყვითელი ფენა 2000-იან წლებში ჩატარებული სისტემური აღწერების შედეგების კომპიუტერული დამუშავებისას შეიქმნა. სამუშაოები „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის“ ქართულ-გერმანული „KFW“-ის თანადაფინანსების, აგრეთვე, USAID-ის პროექტების ფარგლებში განხორციელდა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მიწის ნაკვეთების სამართლებრივი სტატუსისა და რეგისტრაციის საკითხის შეფასებისას გადაწყვეტილებები მიღებული იქნება ინდივიდუალურად, ყოველ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოში დაცული დოკუმენტაციისა და საკადასტრო მონაცემების, ასევე მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 91 სტატია.

  • გარდაბანში კუსტარულად მოწყობილ ცხოველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - სესBM.GE
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
  • საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობსრუსთავი 2
  • კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდაფორმულა
პროცესი →საკითხებში →

მსგავსი სტატიები

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

მარტა კოსი: მსოფლიო შეიცვალა - ევროკავშირის გაფართოებაც მასთან ერთად უნდა შეიცვალოს

იმედი

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

ღვინის ეროვნული სააგენტოს პირველი რეგიონული ფილიალი გურჯაანში გაიხსნა

იმედი

ჯაბა ხუბუა: საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი „დანაშაული“ საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს „დანაშაული“ არ აპატიონ - აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით

The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგას

The New York Times: უკრაინისთვის გადაცემული ძვირად ღირებული ტანკები დრონების საფრთხის გამო უსაქმოდ დგას

იმედი