მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია... ათზე მეტი შეხვედრა მქონდა“ - კობახიძე მაღაროელების პრობლემებზე
„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია... ათზე მეტი შეხვედრა მქონდა“ - კობახიძე მაღაროელების პრობლემებზე

„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია... ათზე მეტი შეხვედრა მქონდა“ - კობახიძე მაღაროელების პრობლემებზე

BM.GE4 ოქტომბერი, 2026, 00:58|bm.ge

ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის" ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.

„ჭიათურა ძალიან კომპლექსური საკითხია და მარტო მიმდინარე წელს ათზე მეტი შეხვედრა მქონდა კონკრეტულად ჭიათურის თემებთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ რიგში, მაღაროელების პრობლემებთან დაკავშირებით იყო ხელფასების გაცემის პრობლემა, სხვადასხვა პრობლემები. ამით ვართ ყოველდღიურად დაკავებული და პრობლემები რჩება და ამაზე ზრუნვა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურაში საწარმოო პროცესი სრულად შეაჩერა. კომპანიამ მიზეზად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის „რადიკალურ პროტესტს“ ასახელებდა. მაღაროელები კი აცხადებდნენ, რომ ხელფასების 60%-ის ანაზღაურება ხშირად გვიანდებოდა. 2025 წლის 28 თებერვლიდან მაღაროელებმა ჭიათურაში საპროტესტო აქციები განაახლეს, სადაც ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენდა კუთვნილი ხელფასების დარიცხვა, კომპანიის ჭიათურის მაღაროების მართვიდან გასვლა, მანგანუმის წარმოების ნაციონალიზაცია და ჭიათურელებისთვის ფონდის შექმნა, სადაც შემოსავლების 10% აკუმულირდებოდა.

მაშინ, ჯანდაცვის სამინისტროში სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფმა შეთანხმება მოამზადა, რომლის მიხედვითაც კომპანია CMC მიწისქვეშა სამუშაოებს გარკვეული დათქმებით განაახლებდა, ხოლო მთავარი პირობა რეორგანიზაცია იყო. პროცესი კომპანიამ გაზაფხულზე დაიწყო და როგორც დღეს პროტესტის მონაწილე მაღაროელები აცხადებენ, რეორგანიზაციის შემდეგ დასაქმებულთა ნახერვარზე მეტი უმუშავრად დარჩა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აქციების პროცესში დაკავებულ 4 მაღაროელს პატიმრობა მიმდინარე წლის ივლისში მიუსაჯა.

მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა, თენგიზ გველესიანს და არჩილ ჭუმბურიძეს კი 4 წელი და 3 თვე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 168 სტატია.

  • ინგა გუდაძე: ირმა ინაშვილო, სულ ნუ გაიწყვიტე შუბლის ძარღვი, რასაც შენ ახლა „ჩალიჩობ“, ეგაა არამზადობა, პირდაპირ კობახიძეს ახსენებ აუგად და ყველაფერი რომ დააჯერო ხალხს, იმას ვერ დააჯერებ, რომ კობახიძემ სისტემა შექმნა ციხეებშიიმედი
  • ადენაუერის ფონდი გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე – ბექა კობახიძენეტგაზეთი
  • კობახიძე ნიუ-იორკში ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწროფორმულა
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ენდრიუ პარსონსს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →შეხვედრა →

მსგავსი სტატიები

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

თბილისის ბალნეოლოგიურ სპა კურორტში 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნება|ინვესტიცია ₾20 მილიონს აჭარბებს

BM.GE

პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე

პრინციპულად გადავტეხეთ სიტუაცია - ირაკლი კობახიძე კორუფციაზე

BM.GE

მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEA

მსოფლიოში ნავთობის კრიზისის დასაძლევად რეზერვებიდან 325 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო - IEA

BM.GE

"შენი სახლი რუსთავში" - "არსი", ესტონელ პარტნიორებთან ერთად, რუსთავში $30-მილიონიან პროექტს იწყებს

"შენი სახლი რუსთავში" - "არსი", ესტონელ პარტნიორებთან ერთად, რუსთავში $30-მილიონიან პროექტს იწყებს

BM.GE