
ჩინეთი ნოემბერში დიზელის ექსპორტს მკვეთრად შეამცირებს
შიდა ბაზარზე მარაგების სიმწირის ფონზე, ჩინეთი ნოემბერში დიზელის ექსპორტს მკვეთრად შეამცირებს.
Reuters-ის გათვლებითა და სავაჭრო მონაცემებით, ადგილობრივმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხნებმა მიმდინარე თვისთვის გასაყიდად ჯერჯერობით მხოლოდ 500,000 ტონა საწვავი გამოიტანეს.
დარგობრივი წყაროების ცნობით, ნოემბრის ჯამური საექსპორტო მოცულობა შესაძლოა 800,000 ტონამდე შემცირდეს. ეს მაჩვენებელი კი ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი იქნება.
ინფორმაციისთვის, ოქტომბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დიზელის კომერციული მარაგები 11.1 მილიონ ტონამდე, ანუ 83 მილიონ ბარელამდე შემცირდა. კვლევითი კომპანია Oilchem-ის მონაცემებით, ეს 2011 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელს უტოლდება.
შეგახსენებთ, საექსპორტო შეზღუდვების ივლისში შემსუბუქების შემდეგ, ჩინეთიდან დიზელის მიწოდება მკვეთრად გაიზარდა. კერძოდ, აგვისტოში საექსპორტო მოცულობამ 1.33 მილიონი ტონა შეადგინა, სექტემბერში კი 1.8 მილიონ ტონას მიაღწია.
BM.GE
წყარო: bm.ge