მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია
ჩინეთის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია

ჩინეთის ეკონომიკა 4.3%-ით გაიზარდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი შედეგია

BM.GE15 ივლისი, 2026, 18:10|bm.ge

ჩინეთის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 4.3%-ით გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ეს მონაცემი 2022 წლის ბოლო კვარტალის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე სუსტი მაჩვენებელია. ეკონომისტები ვარაუდობდნენ, რომ ზრდა 4.5%-ზე მეტი იქნებოდა, თუმცა რეალურმა შედეგმა ბაზრის მოლოდინი ვერ გაამართლა. შედარებისთვის, პირველ კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება გამოქვეყნებული მონაცემების დეტალებს, წლის პირველ ექვს თვეში ურბანული ძირითადი კაპიტალის ინვესტიციები 5.7%-ით შემცირდა. ეს იმ ფონზე, როცა ანალიტიკოსები ბევრად მცირე, 4.9%-იან ვარდნას პროგნოზირებდნენ. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციები 18%-ით დაეცა. ამასთან, ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში კაპიტალდაბანდებამ 2.4%-ით იკლო.

ინვესტიციების შემცირების მიუხედავად, ივნისში ჩინეთის საცალო გაყიდვები 1%-ით გაიზარდა და გადააჭარბა ეკონომისტების პროგნოზს, რომლებიც მაჩვენებლის 0.1%-იან კლებას ელოდნენ. ცნობისთვის, წინა თვეში საცალო გაყიდვები 0.6%-ით იყო შემცირებული. აღსანიშნი ფაქტია, რომ დადებითი დინამიკა დაფიქსირდა სამრეწველო წარმოების მიმართულებითაც, სადაც ივნისის თვეში წლიურმა ზრდამ 5.3% შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის სამიზნე მაჩვენებელი 4.5%-დან 5%-მდე შუალედში განსაზღვრა. ეს კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი სამიზნე მაჩვენებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

რუსული ხორბლის იმპორტი $50 მილიონამდე გაიზარდა, საიმპორტო ფასი კი შემცირდა

BM.GE

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

ზაფხულის სეზონზე Wyndham Grand Tbilisi-ში განთავსების საშუალო ღირებულება 6.5%-ით გაიზარდა

BM.GE

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

აშშ ირანზე ზეწოლას აძლიერებს - სანქციები უცხოურ ბანკზეც ვრცელდება

BM.GE

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება - გზების დეპარტამენტი

BM.GE