მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო
ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო

ჩინეთში დონალდ ტრამპის ვიზიტი დაიწყო

BM.GE13 მაისი, 2026, 20:56|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თვითმფრინავი პეკინის აეროპორტში დაეშვა. მას ტრაპთან ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჯენი დახვდა. ამასთან, ჩინურმა მხარემ ამერიკელი ლიდერისთვის საზეიმო დახვედრის ცერემონია გამართა.

შტატების ლიდერის პეკინში ჩაფრენით მისი ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტი უკვე ოფიციალურად იწყება. როგორც ირკვევა, ის ჩინელ კოლეგასთან ვაჭრობისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის მოლაპარაკებებს გამართავს.

მხარეები ტექნოლოგიების, ვაჭრობისა და ტაივანის ირგვლივ არსებულ რთულ საკითხებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება ირანის ომსა და მის მიერ გამოწვეულ ენერგეტიკულ კრიზისს დაეთმობა. არსებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი სი ძინპინისგან ჰორმუზის სრუტის გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით ირანზე ზეწოლას მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ბორდზე იმყოფება და მის დელეგაციას შეუერთდნენ გავლენიანი ამერიკული ბიზნესლიდერებიც, მათ შორის Apple-ის მოქმედი ხელმძღვანელი ტიმ კუკი და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი. პრეზიდენტს თან ახლავს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და Nvidia-ს ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგიც, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ჩასვლას კატეგორიულად გამორიცხავდა.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტრამპის ჩასვლას ჩინურ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება უკვე მოჰყვა. ამჟამად სოციალურ პლატფორმა WeChat-ზე ყველაზე პოპულარული ჰეშთეგია #WelcomeTrumpToChina.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 227 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპმა განაცხადა, რომ „საკმაოდ იმედგაცრუებული“ დარჩება სი ძინპინით, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდისიმედი
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE