მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ - კობახიძე
ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ - კობახიძე

ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ - კობახიძე

BM.GE9 ივნისი, 2026, 15:47|bm.ge

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ჩინეთთან საქართველო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადის.

ასე უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველო-ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავს ეხებოდა. საქართველომ სამი წლის წინ, 2023 წელს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაც გააფორმა.

„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. როგორც იცით, დაახლოებით 3 წლის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება, ახლა კი უკვე შემდეგ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ.

ამ სამმა წელმა ორმხრივი ურთიერთობებისთვის ძალიან ბევრი რამ მოიტანა საგრძნობლად გაღრმავდა ჩვენი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები, რაც კონკრეტულ, ორმხრივ ქმედებებშიც გამოიხატა. იცით, რომ დაწესდა უვიზო მიმოსვლა და გვაქვს პირდაპირი ფრენები. წელს უკვე ახალი ფრენებიც ემატება, რაც საქართველოსა და ჩინეთს შორის მეტ მობილობას უზრუნველყოფს. ასევე, ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური კუთხითაც. ყოველივე ეს სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ მოიტანა.

ახლა კი ჩვენი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადავდივართ ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპი, რაც ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტ შედეგს მოგვიტანს ქართულ-ჩინური ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელსაც ხელი დღეს მოეწერება", - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონზე და მას "არასერიოზული" უწოდა. აღსანიშნავია, რომ დღეს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა უილსონის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც ადმინისტრაციას ავალებს დეტალურად შეისწავლოს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის დაზვერვის სააგენტოების მოქმედება.

„ჯო უილსონი არის ყველა თვალსაზრისით სრულიად არასერიოზული კაცი და მგონი მას სერიოზულად არავინ იღებს არც საკუთარ ქვეყანაში. ის წარმოადგენს პრეზიდენტის პარტიას, რესპუბლიკურ პარტიას და თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი მაქსიმალურად ცდილობს, ჩინეთთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირები გააღრმაოს. მას ცოტა ხნის წინ ჰქონდა ვიზიტი ჩინეთში და თქვენც აღნიშნეთ, რომ ის ჩინეთის პრეზიდენტს მეგობარს უწოდებს.

ამ ფონზე, როდესაც გამოდის ვიღაც ჯო უილსონი და საუბრობს იმაზე, თითქოს ჩინეთს ნეგატიური გავლენა აქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე, სრულიად არასერიოზულია. ეს მგონი რაიმე განსაკუთრებულ კომენტარს არც იმსახურებს", - ამბობს კობახიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE