მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" – ქართული კამპანია, რომელიც საერთაშორისო კრეატიულ სცენაზე წარმატებას აღწევს | რა მონაგარი აქვს პროექტს?
"ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" – ქართული კამპანია, რომელიც საერთაშორისო კრეატიულ სცენაზე წარმატებას აღწევს | რა მონაგარი აქვს პროექტს?

"ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" – ქართული კამპანია, რომელიც საერთაშორისო კრეატიულ სცენაზე წარმატებას აღწევს | რა მონაგარი აქვს პროექტს?

BM.GE7 მაისი, 2026, 18:09|bm.ge

კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“, რომელიც კომპანია Playmakers-სა და PSP-ს თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა, უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ამ ეტაპზე ის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ფესტივალზე - The One Show-ზე არის წარდგენილი, რომლის შედეგებიც 15 მაისს გახდება ცნობილი. მანამ ვიდრე საბოლოო შედეგები გამოვლინდება, BM.GE კომპანიის მმართველ პარტნიორს კოკა ქამუშაძეს ესაუბრა, რომელმაც იმ მონაგარსა და საერთაშორისო აღიარებაზე ისაუბრა, რაც პროექტმა უკვე მოიპოვა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

ქამუშაძის თქმით, კამპანიის ფინანსურ ან პირდაპირ კომერციულ შედეგებზე საუბარი ჯერ ნაადრევია და მთავარი მიღწევა ამ ეტაპზე საერთაშორისო აღიარებაა: „ციფრებში ჯერ არაფერი ისეთი… [პროექტმა] ჯილდოები მოგვიტანა, რომელიც ჯერჯერობით ციფრებში არ "გადახურდავებულა". თუმცა, ეს სამომავლოდ უფრო მეტ კლიენტს მოგვიყვანს, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე“.

პროექტის წარმატების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი, მისი თქმით, რეგიონულ ფესტივალ Ad Black Sea-ზე დაიწყო, სადაც კამპანიამ დიდი გამოხმაურება მიიღო: „სრული ფურორი მოახდინა ამ ფესტივალმა… ძალიან დიდი რაოდენობის ოქროები აიღო და საბოლოო ჯამში გახდა გრან-პრის მფლობელიც“, - აღნიშნავს ქამუშაძე.

მისივე განმარტებით, სწორედ ამ გამარჯვებების შემდეგ პროექტი ევროპის მასშტაბურ კონკურსზე - „Art Directors Club Europe“-ზე წარდგა, სადაც კამპანიამ კიდევ უფრო მასშტაბური აღიარება მოიპოვა. ქამუშაძის თქმით, თავდაპირველად მონაწილეობა დაგეგმილი არ ჰქონდათ, თუმცა ე.წ შორტლისტში მოხვედრის შემდეგ მაინც მიიღეს გადაწყვეტილება და შედეგად ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სპეციალური ჯილდო European Star მოიპოვეს.

ქამუშაძე განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ საბოლოოდ კამპანია ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს - გრან-პრის მფლობელიც გახდა: „ბოლოს დაგვირგვინდა ყველაფერი ფესტივალის გრან-პრით… გახდა ფესტივალზე საუკეთესო ნაშრომი“.

საერთაშორისო წარმატება გაგრძელდა აშშ-შიც, Clio Awards-ზე, სადაც კამპანიამ ორი ჯილდო მიიღო. ქამუშაძის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო Creative Disruption-ის კატეგორიაში, სადაც ოქრო და ვერცხლი საერთოდ არ გაიცა: „ამ კატეგორიაში არ გაიცა ოქრო და ვერცხლი, გაიცა მარტო ბრინჯაო და მოვიგეთ ჩვენ“.

მისივე თქმით, აღნიშნულ კატეგორიაში პროექტმა გლობალური ბრენდებიც დაამარცხა, მათ შორის McDonald’s, Burger King, KFC და Disney. ქამუშაძე ასევე აღნიშნავს, რომ მეორე ჯილდო, ვერცხლი კამპანიამ „Film Direction“-ის კატეგორიაში მიიღო, სადაც კონკურენცია კიდევ უფრო მაღალი დონის იყო: „ბრინჯაო აიღო Netflix-მა და ოქრო აიღო Xbox-ის და Samsung-ის ერთობლივმა კამპანიამ, რომლის რეჟისორიც იყო დევიდ ფინჩერი… ანუ დევიდ ფინჩერთან წავაგეთ მარტო ამ კატეგორიაში“.

მისივე თქმით, კამპანია ამ ეტაპზე კვლავ ფინალშია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფესტივალზე — „The One Show“-ზე: „იქ ვართ ფინალში, 7 კატეგორიაში და ველოდებით ძალიან ბევრ პრიზს… 15 მაისს გახდება ცნობილი კონკრეტულად რა ჯილდოები ავიღეთ“.

ქამუშაძის შეფასებით, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ უკვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ კრეატიულ პროექტად, რომლის საერთაშორისო გზა ჯერ კიდევ გრძელდება და შესაძლოა, კანის ფესტივალზეც გაგრძელდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE