მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩიტმა ამბავი მომიტანა, ჩვენ უკრაინას მივცემთ უფლებას, „პეტრიოტები“ დამოუკიდებლად აწარმოოს - ტრამპი
ჩიტმა ამბავი მომიტანა, ჩვენ უკრაინას მივცემთ უფლებას, „პეტრიოტები“ დამოუკიდებლად აწარმოოს - ტრამპი

ჩიტმა ამბავი მომიტანა, ჩვენ უკრაინას მივცემთ უფლებას, „პეტრიოტები“ დამოუკიდებლად აწარმოოს - ტრამპი

BM.GE8 ივლისი, 2026, 22:30|bm.ge

თურქეთში გამართულ NATO-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას კიევისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების ერთობლივი წარმოების ლიცენზიის გადაცემა დაადასტურა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ეს შეიარაღება უკრაინას რუსული ბალისტიკური თავდასხმებისგან თავდაცვისთვის დასჭირდება. როგორც ირკვევა, ამ გადაწყვეტილებას წინ უკრაინული მხარის მხრიდან წარმოების უფლების მოპოვებისთვის ხანგრძლივი ლობირების კამპანია უძღოდა.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონს ამ დროისთვის Patriot-ის რაკეტების დიდი მარაგი არ აქვს. დონალდ ტრამპის განმარტებით, ამერიკულ მხარეს ეს შეიარაღება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფადაც სჭირდება. სწორედ ამ მიზეზით, კიევისთვის რაკეტების დაუყოვნებლივ მიწოდება ვერ მოხერხდება, თუმცა ლიცენზიის გადაცემა ქვეყანას საშუალებას მისცემს, სამომავლოდ დამოუკიდებლად აწარმოოს მძლავრი შეიარაღება. თეთრი სახლი პარტნიორს წარმოების ტექნოლოგიურ პროცესს სრულად გააცნობს. პრეზიდენტის შეფასებით, ეს პროცედურა საკმაოდ რთული იქნება, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინელი სპეციალისტები ტექნოლოგიას სწრაფადვე აითვისებენ.

როგორც დასავლური მედია წერს, ტრამპის ეს ნაბიჯი ორ ლიდერს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუმჯობესების ნიშანია. დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მისი კავშირები 2025 წლის თებერვალში ოვალურ კაბინეტში მომხდარი დაპირისპირების გამო დაიძაბა, თუმცა ბოლო თვეებში საგრძნობლად დათბა. აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში განხორციელებული შორი მანძილის დარტყმებიც შეაქო. მისი შეფასებით, მსგავსი აქტივობა ვლადიმირ პუტინზე პოლიტიკურ ზეწოლას ზრდის. პარალელურად, თეთრი სახლის ლიდერმა მოსკოვში მოლაპარაკებების გამართვის შესახებ კრემლის წინადადებაც უარყო.

შეხვედრის დასასრულს დონალდ ტრამპმა უკრაინაში შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრა. ამერიკელი ლიდერის განცხადებით, ის ამ ნაბიჯს განიხილავს. თუმცა დაამატა, რომ ქვეყანაში გამგზავრებამდე ომის დასრულებას ისურვებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 240 სტატია.

  • ევროკომისიის შენობასთან უკრაინის დროშა აღიმართაფორმულა
  • უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯიაიმედი
  • უკრაინაში გლოვა გამოცხადდა კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგნეტგაზეთი
  • კიევში უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მიხეილ ფედოროვის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - მოქალაქეები ვოლოდიმირ ზელენსკის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენრუსთავი 2
უკრაინის →უფლება →

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

BM.GE

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE