ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინის, ირანისა და თავდაცვის საკითხები განიხილეს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ რუსეთ-უკრაინის ომი, ირანში მიმდინარე კონფლიქტი და ალიანსში თავდაცვის ხარჯების ზრდა განიხილეს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, ფლორიდაში, ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართული შეხვედრა პრესისთვის დახურული იყო. ოფიციალურ დოკუმენტში კი აღინიშნა, რომ მხარეებმა მოლაპარაკებები საერთაშორისო უსაფრთხოების მთავარ საკითხებზე გამართულ "გამორჩეულ შეხვედრად" შეაფასეს.
თეთრი სახლის განცხადებით, შეხვედრა მეტად შედეგიანი იყო, მისი მთავარი თემები კი რუსეთ-უკრაინის ომი და ირანის კონფლიქტი გახდა. ლიდერების შეფასებით, რუსეთმა თავი უნდა აარიდოს ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ომს განზრახ ან უნებლიეთ გააფართოებს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ომი მშვიდობიანი გზით რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.
პარალელურად, მხარეებმა ჰააგასა და თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტებზე მიღწეული პროგრესი შეაჯამეს. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და რუტე შეთანხმდნენ, რომ როგორც აშშ-ში, ისე NATO-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების ზრდა, ასევე თავდაცვით მრეწველობაში მსხვილი ინვესტირებები უნდა გაგრძელდეს.
