მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ჩვენი დედაქალაქი რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება - ირაკლი კობახიძე
ჩვენი დედაქალაქი რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება - ირაკლი კობახიძე

ჩვენი დედაქალაქი რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება - ირაკლი კობახიძე

BM.GE4 ივნისი, 2026, 16:06|bm.ge

ირაკლი კობახიძე მოხარულია, რომ თბილისი რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად რჩება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი განაგრძობს მრავალწლიან ტრადიციას და უკვე მეთექვსმეტედ მასპინძლობს მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს, რომელმაც მასშტაბური გლობალური პლატფორმის სტატუსი შეიძინა. მოხარული ვარ, რომ ჩვენი დედაქალაქი კვლავ რჩება რეგიონში საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვან ცენტრად.

ბოლო წლებში ჩვენ არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით და ამ ფონზე, წლევანდელი ფორუმის მთავარი გზავნილი - „მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის“ - კიდევ უფრო აქტუალურია.

მზარდი საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე, როდესაც ზესახელმწიფოები მცირე ქვეყნებს მხარის არჩევისკენ მოუწოდებენ, ჩვენთვის გადამწყვეტი ხდება დიპლომატიის სრულფასოვანი გამოყენება. ლოგიკური და კანონზომიერია, რომ ფორუმის დღის წესრიგი ყველაზე რთულ და აქტუალურ გეოპოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს. მსგავსი თემების განხილვა ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფის გზების საძიებლად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.

ჩვენს სტრატეგიულ მიზნებთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფორუმის თემატური პანელებიც, რომლებიც სუვერენიტეტის განმტკიცებას, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგოდამოუკიდებლობაში დიდი ჰესების როლს, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ინოვაციების დანერგვასა და მდგრად ურბანულ რეფორმებს ეთმობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი კვლავ უკავია მშვიდობის პლატფორმას. გრძელვადიანი სტაბილურობისა და მშვიდობის გარეშე, პროგრესსა თუ კეთილდღეობაზე საუბარი შეუძლებელია.

ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის.

დარწმუნებული ვარ, ფორუმის ფარგლებში ჩამოყალიბებული სტრატეგიული ხედვები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და სუვერენული მომავლის ფორმირებაში.

მადლობას გიხდით ფორუმის ორგანიზატორებს, პარტნიორებსა და მონაწილეებს და ყველას ნაყოფიერ დისკუსიებს გისურვებთ!,- განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: სექტემბრის პირველ კვირამდე მამუკა მდინარაძე დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას. სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება, რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობასიმედი
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

Qualcomm-მა პროდუქციაზე ფასები გაზარდა და კვარტალური პროგნოზი შეამცირა

BM.GE

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

გუბერნატორი რეგიონში მხოლოდ „პოლიციელის ფუნქციის“ მატარებელია და მას რეალური ეკონომიკური ბერკეტები არ გააჩნია - ანალიტიკოსი

BM.GE

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

რამდენად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის დღეს დაბომბილი პერმის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა?

BM.GE

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

ივნისში ფულად-საკრედიტო დანაშაულებზე დევნა 19 პირის მიმართ დაიწყო - უმეტესობა ყალბ ბარათებს უკავშირდება

BM.GE