ორიგინალი
დაასრულებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მათემატიკოსების პროფესიას
BM.GE·00:00

დაასრულებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მათემატიკოსების პროფესიას

28 ნოემბერი, 2026 · 00:00

სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ, ხელოვნურ ინტელექტს სკოლის დონის რთულ ლოგიკურ ამოცანებზეც კი უჭირდა უშეცდომოდ მსჯელობა, თუმცა დღეს თავად მათემატიკოსების პროფესია ეგზისტენციალური საფრთხის წინაშეა, რადგან AI არათუ სწრაფად განვითარდა, არამედ უკვე იმაზე წინ არის, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა. უფრო მეტიც, განვითარების ტემპმა ყველაზე გიჟურ პროგნოზებსაც კი გადააჭარბა.

მაგალითად, გასული 2025 წლის ზაფხულში Google DeepMind-ის მოდელებმა საერთაშორისო მათემატიკურ ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვეს, იმავე წელს კი სისტემა AlphaEvolve-მა მატრიცების გამრავლების ალგორითმი გააუმჯობესა.

თუმცა ნამდვილი ნახტომი 2026 წელს მოხდა, როდესაც ალგორითმებმა უკვე ამოხსნილი განტოლებებიდან კაცობრიობისთვის უცნობ, ღია სამეცნიერო პრობლემებზე გადაინაცვლეს.

ბოლო თვეების ქრონიკა სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე აკადემიურ რეალობას. 2026 წლის დასაწყისში Google DeepMind-ის სისტემებმა ერდოშის არაერთი ღია ამოცანა დაამტკიცეს. სექტემბერში კი OpenAI-მ სამეცნიერო საზოგადოებაში სრული პანიკა გამოიწვია იმ განცხადებით, რომ მისმა ათასობით AI აგენტმა 88-საათიანი მუშაობის შემდეგ ნავიე-სტოქსის განტოლების ამოხსნას მიაგნო, ანუ ათასწლეულის შვიდი უდიდესი პრობლემიდან ერთ-ერთის.

ერთ თვეში კომპანიამ კიდევ 722 ნაშრომი გამოაქვეყნა, რომლებიც უმნიშვნელოვანესი, გადაუჭრელი ამოცანების ამოხსნაზე აცხადებდნენ პრეტენზიას; ამ მოვლენას მეცნიერებმა ირონიულად და შიშით „მათოკალიფსი“ უწოდეს.

„მათოკალიფსის“ კულმინაცია ნოემბერში დადგა, როდესაც Anthropic-ის მეცნიერმა Claude-ის დახმარებით რიმანის ჰიპოთეზის დამტკიცება შეძლო. რიმანის ჰიპოთეზა მათემატიკის დარგში ევერესტად ითვლება, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არა უბრალოდ პროფესორები და დოქტორები, არამედ ნამდვილი გენიოსები ეჭიდებოდნენ, თუმცა მისი დაძლევა, როგორც ჩანს, პირველმა სწორედ ხელოვნურმა ინტელექტმა შეძლო.

ამ ფონზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: ხომ არ დადგა მათემატიკოსების პროფესიის დასასრული? – აკადემიურ წრეებში განწყობა არაერთგვაროვანია: მეცნიერების შეფასებით, მთავარი გამოწვევა მხოლოდ პასუხების სისწორე არ არის.

მრავალი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ AI-ს მიერ გენერირებული დამტკიცებები ხშირად ადამიანის გონებისთვის გაუგებარი, უცნაური იდეებითაა სავსე. Claude-ის მიერ გენერირებული ტექსტების და ფორმულების ნაწილი ადამიანური ლოგიკისთვის აბსურდულად გამოიყურება და დღეს უკვე მკაფიოდ იკვეთება ზღვარი „მანქანურ“ და „ადამიანურ“ მათემატიკას შორის.

თავად ეს პრობლემას აჩენს, რადგან თუ ხელოვნური ინტელექტი ყველა შესაძლო თეორემას დაამტკიცებს, მაგრამ ადამიანებს მათი არსი არ ეცოდინებათ, ეს ცოდნა კულტურის ღირებული ნაწილი ვერ გახდება, რადგან კულტურა, თავისი არსით, ადამიანურია.

აი, სწორედ ეს განსხვავება ხდება პროფესიის გადარჩენის მთავარი არგუმენტი. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მათემატიკოსი, რომელიც თავადაც მუშაობდა ნავიე-სტოქსის პრობლემაზე, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მათემატიკას მნიშვნელობა მხოლოდ მაშინ აქვს, როდესაც მას ადამიანური გააზრება ახლავს თან.

მიუხედავად რევოლუციური მიღწევებისა, ინდუსტრიის ექსპერტების დიდი ნაწილი პროფესიის გაქრობას კი არა, მის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას პროგნოზირებს. მათი შეფასებით, ორმოცდაათ წელიწადში ტრადიციული მათემატიკა შესაძლოა მართლაც გაქრეს, თუმცა იქნებიან მათემატიკოსები, რომელთაც AI-ის მიერ გენერირებული „მანქანური“ მათემატიკის ინტერპრეტაცია და „გაადამიანურება“ დაევალებათ.

მომავლის მათემატიკოსის როლი ალბათ აღარ იქნება რუტინული გამოთვლები ან მრავალგვერდიანი ტექნიკური დამტკიცებების ხელით აგება. ის უფრო მეტად არტისტი, არქიტექტორი, მთარგმნელი და მიმართულების მიმცემი გახდება – ადამიანი, რომელიც AI-ს სწორ კითხვებს დაუსვამს, გენერირებულ შედეგებს გადაამოწმებს და ალგორითმების მიერ ნაპოვნ უცხო ჭეშმარიტებებს ადამიანურ ენაზე თარგმნის.

მიუხედავად ამ პოზიტიური პროგნოზისა, ექსპერტები თანხმდებიან, რომ ამჟამინდელი საუნივერსიტეტო განათლების სისტემა AI-ზე არ არის მორგებული და ყველაფერი ის, რაც ახლა ისწავლება, უკვე ირელევანტურია. ასევე შეუსაბამოა იმ სტუდენტების და პროფესიონალი მათემატიკოსების რაოდენობა იმ საბაზრო მოთხოვნასთან, რაც მომავალში იქნება, რადგან თუ AI ასეთი ტემპით განვითარდება, მაშინ ბაზარზე მათემატიკოსების რეალური საჭიროება გაცილებით ნაკლები იქნება – პოტენციურად 100-ჯერ ნაკლები.

საერთო ჯამში, ხელოვნური ინტელექტი მათემატიკოსების პროფესიას არ ასრულებს; ის უბრალოდ ასრულებს იმ ეპოქას, როდესაც ადამიანი ერთადერთი მკვლევარი და გამომთვლელი იყო. მომავლის მათემატიკოსი უფრო მეტად არტისტი იქნება, ვიდრე – მეცნიერი.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაასრულებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მათემატიკოსების პროფესიას

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·00:37

რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე მეტ ყავას?

რომელი ქვეყნები მოიხმარენ ყველაზე მეტ ყავას?
BM.GE·23:59

2026 წელი, სავარაუდოდ, მეორე ყველაზე ცხელი წელი იქნება - Copernicus

2026 წელი, სავარაუდოდ, მეორე ყველაზე ცხელი წელი იქნება - Copernicus
BM.GE·23:30

„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე

„განვადების რვეული“ გვაქვს, ბანკებად ვიქეცით. რად გვინდა ეს, როცა სხვა მექანიზმები არსებობს?!“ - მამუკა მახარაძე
BM.GE·22:53

თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს - პოლიტიკოსების განცხადებები

თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს - პოლიტიკოსების განცხადებები
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.