მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დაბალი ფასი და მაღალი ამონაგები - განვითარების რა რესურსი აქვს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს? -"თიბისი კაპიტალის" შეფასება
დაბალი ფასი და მაღალი ამონაგები - განვითარების რა რესურსი აქვს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს? -"თიბისი კაპიტალის" შეფასება

დაბალი ფასი და მაღალი ამონაგები - განვითარების რა რესურსი აქვს ბათუმის უძრავი ქონების ბაზარს? -"თიბისი კაპიტალის" შეფასება

BM.GE21 ივნისი, 2026, 11:00|bm.ge

„თიბისი კაპიტალის“ აჭარის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, ბათუმში ბინების 85% საინვესტიციო მიზნით იყიდება, მაშინ როცა თბილისში 80% უძრავ ქონებას საცხოვრებლად ყიდულობს.

როგორც კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ირინა კვახაძემ კონფერენცია „გრემოსთვის“ მომზადებულ ანალიტიკაზე დაყრდნობით განაცხადა, 2026 წლის პირველ კვარტალში გაყიდვების წლიური ზრდა 15%-ს აღწევს, რაც მოთხოვნის მაღალ დონეზე შენარჩუნებაზე მიუთითებს. გაყიდული ბინების რაოდენობა, ბათუმი წლის პირველ სამ თეში 3 880 იყო. 8%-იან ზრდას აჩვენებს ფასი, რაც გარკვეულწილად პრემიუმ პროექტების მიწოდების ზრდამ განაპირობა. კვ.მ-ზე საშუალო ფასი ბათუმში თბილისის საშუალო ფასს სცდება და 1433$-ია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საკურორტო ქალაქების ცენტრალურ ნაწილში მდებარე ბინების გასაყიდ ფასებთან შედარებით, ბათუმი დაბალი ფასებით გამოირჩევა. მაგ. ბათუმში თუ საშუალო ფასი 1496$-ია, ანტალიაში 2 271$, კონსტანცა - 2 563$, ვარნა - 3 262$, რიო-დე-ჟანეირო - 3 296, ტულუმი -3321$, ფუკეტი -3684$.

მაიამი - 6910$, სპლიტი - 7 167$, იბიცა - 7 284$, ნიცა - 7 594$.

ამასთან მსოფლიოს საკურორტო ქალაქებთან შედარებით, ბათუმი აერთიანებს მაღალ ამონაგებს. მსგავსი ბალანსი კი „თიბისი კაპიტალის“ შეფასებით, ფასების ზრდის მნიშვნელოვან პოტენციალზე მიუთითებს.

ჩამოთვლილი ქალაქებიდან ყველაზე მაღალი ამონაგები 9.5$-ით მაიამიშია, რომელსაც 7%-ით სწორედ ბათუმი მოჰყვება. იბიცა - 5.8%, ტულუმი - 5.4%, კონსტანცა -5.3%, ანტალია - 4.9%, რიო-დე-ჟანეირო - 4.5%, ვარნა - 4%, სპლიტი - 3.5% და ნიცა -3.2%.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

EU ავიაკომპანიებს უფასო ხელბარგისა და გაუმჯობესებული კომპენსაციების უზრუნველყოფას ავალდებულებს - რა იცვლება?

BM.GE

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

რომელ სექტორებში/კომპანიებში ჩაიდო I კვარტალში ყველაზე მეტი იაპონური ინვესტიცია საქართველოში?

BM.GE

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

ნავთობპროდუქტების დეფიციტის გამო, ყირიმში საწვავის ყიდვას მხოლოდ საოკუპაციო უწყებები შეძლებენ

BM.GE

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

ბათუმში საზაფხულო სეზონი 150-მდე მეწარმის გამოფენითა და მუსიკალური პროგრამით გაიხსნა

BM.GE