
დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი $468 მილიონამდე გაიზარდა - სად ვყიდულობთ?
წელს საქართველოში მედიკამენტების იმპორტი გაიზარდა. 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ 10 797 ტონა 468.4 მლნ დოლარის ღირებულების დაფასოებული სამკურნალო საშუალებები იყიდა, რაც წლის ჭრილში თანხობრივად 4%-იან, მოცულობაში კი დაახლოებით 8%-იან ზრდას წარმოადგენს.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნისთვის მთავარ მომწოდებლად თურქეთი რჩება, რომელზეც მთლიანი მოცულობის 43% მოდის. 8 თვის მონაცემებით, TOP 10 საიმპორტო ბაზარი ასეთია:
• თურქეთი – 119 მლნ აშშ დოლარი, 4 645.8 ტონა • გერმანია – 71.3 მლნ აშშ დოლარი, 697 ტონა • უნგრეთი – 46.3 მლნ აშშ დოლარი, 248.9 ტონა • შვეიცარია – 43.3 მლნ აშშ დოლარი, 54.7 ტონა • საფრანგეთი – 19.4 მლნ აშშ დოლარი, 107.9 ტონა • სლოვენია – 13.5 მლნ აშშ დოლარი, 122.1 ტონა • ლიეტუვა – 13.4 მლნ აშშ დოლარი, 183.9 ტონა • ნიდერლანდები – 12.4 მლნ აშშ დოლარი, 80.8 ტონა • პოლონეთი – 12.2 მლნ აშშ დოლარი, 490.6 ტონა • ინდოეთი – 12.1 მლნ აშშ დოლარი, 1 169.7 ტონა
ამავე პერიოდში დაუფასოებელი სამკურნალო საშუალებების იმპორტი 2.9 მლნ დოლარი იყო, რაც წლის ჭრილში 74%-იანი კლებაა. 5 ძირითადი ბაზარი ასეთია:
• ლატვია – 1.7 მლნ აშშ დოლარი, 2.6 ტონა • უკრაინა – 265.1 ათასი აშშ დოლარი, 2.8 ტონა • ჩრდილოეთ მაკედონია – 239.8 ათასი აშშ დოლარი, 3.8 ტონა • ინდოეთი – 221.1 ათასი აშშ დოლარი, 29 ტონა • ესპანეთი – 183.6 ათასი აშშ დოლარი, 0.1 ტონა
BM.GE
წყარო: bm.ge