მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "დაფნა" გაფართოებას აგრძელებს - სად გაიხსნა ქსელის ახალი ობიექტი?
"დაფნა" გაფართოებას აგრძელებს - სად გაიხსნა ქსელის ახალი ობიექტი?

"დაფნა" გაფართოებას აგრძელებს - სად გაიხსნა ქსელის ახალი ობიექტი?

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 18:08|bm.ge

რესტორან „დაფნას“ ქსელს თბილისში, სამღებროს ქუჩაზე, მეიდანზე ახალი ობიექტი შეემატა. როგორც ქსელის თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, ახალი რესტორანი ზაფხულში გაიხსნა და ამ ეტაპზე, ნორმალური დატვირთვით მუშაობს.

ახალი ფილიალი ქსელის რიგით მესამე ობიექტია - „დაფნას“ ორი რესტორანი თბილისში, ერთი კი ბათუმში აქვს.

მამეიშვილის ინფორმაციით, მეიდანზე მდებარე რესტორანში ამ ეტაპზე დაახლოებით 30-40 ადამიანია დასაქმებული. მისივე თქმით, კომპანია თანამშრომლებს მუდმივ რეჟიმში ეძებს.

„ზაფხულის პერიოდში გავხსენით და საკმაოდ ნორმალურად მუშაობს. ობიექტი დღის განმავლობაში უფრო მეტად დატვირთულია ტურისტებით, ვიდრე ათონელზე. ათონელის ფილიალშიც დღის განმავლობაში უმეტესობა ტურისტია, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მეიდანი ძალიან ტურისტული ადგილია, აქ დღის საათებში აბსოლუტური უმეტესობა ტურისტია, ხოლო საღამოს საათებში უფრო მეტად ქართველები მოდიან, ვიდრე ტურისტები. ობიექტში დაახლოებით 30-40 ადამიანი გვყავს დასაქმებული. თუმცა, კადრებს მუდმივ რეჟიმში ყოველთვის ვეძებთ“, - აცხადებს მამეიშვილი.

რაც შეეხება ინვესტიციას, როგორც „დაფნას“ თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ მამეიშვილმა BM.GE-ს განუცხადა, აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გაფართოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის, მინისტერიალს დაკავშირებადობის საკითხებზე მიწვეულია, თუმცა უფრო დაბალ დონეზეტვ პირველი
  • დიდუბის საგამოფენო ცენტრის განვითარების პროექტი - "სითიზენი" ისტორიული მემკვიდრეობის რეაბილიტაციასა და მწვანე სივრცის გაფართოებას გეგმავსრუსთავი 2
  • თბილისი გაფართოების ანგარიშს ტენდენციურად აფასებს და პასუხს აანონსებსნეტგაზეთი
  • საქართველო ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე წელსაც არ მიიწვიესფორმულა
გაფართოების →

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE