მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დამატებითი ₾8.5 მილიონი - მთავრობამ რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი კიდევ გაზარდა
დამატებითი ₾8.5 მილიონი - მთავრობამ რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი კიდევ გაზარდა

დამატებითი ₾8.5 მილიონი - მთავრობამ რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის ბიუჯეტი კიდევ გაზარდა

BM.GE23 ოქტომბერი, 2026, 00:44|bm.ge

მთავრობამ 2026 წლის ბიუჯეტიდან სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის დამატებით 8 560 000 ლარი გამოყო. შედეგად თანხის მოცულობა 63 758 650 ლარამდე გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 2465-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტი 10 მუნიციპალიტეტს გაეზარდა. ამასთან, დამატებით თანხები 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო.

19 ოქტომბრით დათარიღებული დოკუმენტით ცვლილება 29 იანვრის 222-ე განკარგულებაში შევიდა. დოკუმენტში აღნიშნული არ არის კონკრეტულად რომელი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას მოხმარდება ფინანსური რესურსი. თებერვლის შემდეგ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის თანხა და მუნიციპალიტეტების რაოდენობა 10-ჯერ დაკორექტირდა.

მუნიციპალიტეტების ჩამონათვალი, რომელთაც დაფინანსება/ბიუჯეტიც გაეზარდათ ასეთია:

• ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი: 4 850 000 ₾-დან გაიზარდა 7 850 000 ₾-მდე (+3 000 000 ₾); • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: 2 415 950 ₾-დან გაიზარდა 2 915 950 ₾-მდე (+500 000 ₾); • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი: 1 303 300 ₾-დან გაიზარდა 2 238 300 ₾-მდე (+935 000 ₾); • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი: 864 900 ₾-დან გაიზარდა 924 900 ₾-მდე (+60 000 ₾); • ახალციხის მუნიციპალიტეტი: 675 000 ₾-დან გაიზარდა 865 000 ₾-მდე (+190 000 ₾); • ყვარლის მუნიციპალიტეტი: 2 100 000 ₾-დან გაიზარდა 2 465 000 ₾-მდე (+365 000 ₾) • მესტიის მუნიციპალიტეტი: 305 000 ₾-დან გაიზარდა 505 000 ₾-მდე (+200 000 ₾) • მარტვილის მუნიციპალიტეტი: 624 000 ₾-დან გაიზარდა 2 124 000 ₾-მდე (+1 500 000 ₾) • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი: 364 000 ₾-დან გაიზარდა 964 000 ₾-მდე (+600 000 ₾) • ბორჯომის მუნიციპალიტეტი: 295 000 ₾-დან გაიზარდა 595 000 ₾-მდე (+300 000 ₾)

დამატებით ბიუჯეტები კი შემდეგი 2 მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო:

• გარდაბნის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 360 000 ლარი; • წალკის მუნიციპალიტეტი: არაუმეტეს 550 000 ლარი.

მთავრობის განკარგულების მიხედვით, გამოყოფილი 63 758 650 ლარი ჯამში 38 მუნიციპალიტეტზე ნაწილდება:

• ბაღდათის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ; • სამტრედიის მუნიციპალიტეტი - ₾299 ათასი; • ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - ₾7.996 მლნ; • ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ₾6.850 მლნ; • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი - ₾7.850 მლნ; • ცაგერის მუნიციპალიტეტი - ₾2 მლნ; • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი - ₾2.915 მლნ; • ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი - ₾238 მლნ; • საჩხერის მუნიციპალიტეტი - ₾2.780 მლნ; • ამბროლაურის მუნიციპალიტეტი - ₾1.4 მლნ; • ხაშურის მუნიციპალიტეტი - ₾270 ათასი; • ჭიათურის მუნიციპალიტეტი - ₾572 ათასი; • ზესტაფონის მუნიციპალიტეტი - ₾924 ათასი; • ახალციხის მუნიციპალიტეტი - ₾865 ათასი; • ლენტეხის მუნიციპალიტეტი - ₾950 ათასი; • ხარაგაულის მუნიციპალიტეტი - ₾515 ათასი; • ყვარლის მუნიციპალიტეტი - ₾2.465 მლნ; • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი - ₾2.4 მლნ; • მესტიის მუნიციპალიტეტი - ₾505 ათასი; • მარტვილის მუნიციპალიტეტი - ₾124 მლნ; • სენაკის მუნიციპალიტეტი - ₾2.445 მლნ; • მცხეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.280 მლნ; • დუშეთის მუნიციპალიტეტი - ₾435 ათასი; • წალენჯიხის მუნიციპალიტეტი - ₾1.310 მლნ; • თიანეთის მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ; • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი - ₾964 ათასი; • გურჯაანის მუნიციპალიტეტი - ₾300 ათასი; • თელავის მუნიციპალიტეტი - ₾1.165 მლნ; • ბოლნისის მუნიციპალიტეტი - ₾1.605 მლნ; • ადიგენის მუნიციპალიტეტი - ₾500 ათასი; • ბორჯომის მუნიციპალიტეტი - ₾595 ათასი; • თერჯოლის მუნიციპალიტეტი - ₾245 ათასი; • ახმეტის მუნიციპალიტეტი - ₾119 ათასი; • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი - ₾1.2 მლნ; • ვანის მუნიციპალიტეტი - ₾965 ათასი; • დმანისის მუნიციპალიტეტი - ₾150 ათასი; • გარდაბნის მუნიციპალიტეტი - ₾360 ათასი; • წალკის მუნიციპალიტეტი - ₾550 ათასი;

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 118 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →მილიონი →

მსგავსი სტატიები

რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპრში 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსეთის თავდასხმის შედეგად დნეპრში 30 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

BM.GE

რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 7.15%-ს მიაღწია

რუსეთში წლიურმა ინფლაციამ 7.15%-ს მიაღწია

BM.GE

თბილისში კაფე-ბარებსა და თელავის მარკეტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა | სეს

თბილისში კაფე-ბარებსა და თელავის მარკეტს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა | სეს

BM.GE

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის ახალი აპლიკაცია Claude Duet-ი წარადგინა

BM.GE