ორიგინალი
დასაქმების სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებს შრომის ბაზრისთვის არ ამზადებდა - აუდიტი
BM.GE·12:01

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებს შრომის ბაზრისთვის არ ამზადებდა - აუდიტი

25 ნოემბერი, 2026 · 12:01

საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის შედეგებს ღია შრომის ბაზარზე გადასვლის თვალსაზრისით მინიმალური ეფექტი ჰქონდა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

"კიდევ ერთი მიგნება საზოგადოებრივი სამუშაოების დასაქმების პროგრამის შედეგებს ეხება. ამაზე დიდხანს არ შევჩერდები, რადგან როგორც იცით, ეს პროგრამა უკვე გაუქმებულია. თუმცა ჩვენი შეფასებითაც, მასში დაახლოებით 127 ათასი ბენეფიციარი იყო ჩართული, რაც 43 ათას უნიკალურ პირს შეადგენდა, რეალურად, შრომის ბაზარზე მათი ძალიან მცირე ნაწილი გადადიოდა და ეს არ იყო პროგრამა, რომელიც მოქალაქეებს კონკურენტული შრომის ბაზრისთვის მოამზადებდა", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის სახელით ცნობილი სახელმწიფო პროგრამა მაშინდელი პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2022 წლიდან ამოქმედდა. მაშინ მთავრობა აცხადებდა, რომ ამ ოთხწლიან პროგრამას სოციალურად დაუცველები შრომის ბაზრისთვის უნდა მოემზადებინა, თუმცა მიმდინარე წელს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პროგრამას - უსარგებლო, დასაქმებას კი ფიქციური უწოდა. ამასობაში მთავრობის მიერ უსარგებლოდ შეფასებულ პროგრამაზე ბიუჯეტიდან 300 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 2026 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების დასაქმების პროგრამა გაუქმდა, თუმცა ბაზაში კვლავ რჩებიან პირები, რომელთაც ოთხწლიანი პერიოდი არ ამოსწურვიათ.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დასაქმების სახელმწიფო პროგრამა მოქალაქეებს შრომის ბაზრისთვის არ ამზადებდა - აუდიტი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
BM.GE·19:09

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“

ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა ოქროზე ფასებს ზრდის - „ზარაფხანაში“
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.