
დაზუსტებული მონაცემებით, შარშან საქართველოში 1.9 მლნ დოლარამდე გაიზარდა ინვესტიციები
საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს 1 900.4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3 პროცენტით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.
საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლიდან.
ახალი დაზუსტებული მონაცემები ასეთია:
პერიოდი გამოქვეყნებული (ათასი აშშ დოლარი) დაზუსტებული (ათასი აშშ დოლარი) ცვლილება (ათასი აშშ დოლარი) ცვლილება (%) ცვლილების მიზეზი 2021 1,264,891 1,293,640 +28,749 +2.3% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2022 2,224,196 2,258,335 +34,140 +1.5% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2023 1,928,462 2,069,879 +141,417 +7.3% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2024 1,569,272 1,592,727 +23,456 +1.5% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2025 1,688,665 1,900,386 +211,721 +12.5% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის, რეინვესტიციის მაჩვენებლის და სესხის მოცულობის დაზუსტება 2026 I კვ* 271,203 281,292 +10,089 +3.7% რამდენიმე საწარმოს მიერ კაპიტალის და სესხის მოცულობის დაზუსტება
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები აჩვენებს, რომ კვლავ მაღალია რეინვესტიციის მაჩვენებელი. 2025 წელს შემოსული 1 900.4 მლნ დოლარიდან 1 567.5 მლნ დოლარი რეინვესტიცია იყო, ხოლო ახალი ინვესტიცია [სააქციო კაპიტალი] მხოლოდ 686 მლნ დოლარი. ეს ნიშნავს, რომ შარშან რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 82.5% შეადგინა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საქსტატის ინფორმაციით, შარშან ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (426.6 მლნ დოლარი); აზერბაიჯანიდან (214.4 მლნ დოლარი) და თურქეთიდან (202.4 მლნ დოლარი) შემოვიდა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 633 მლნ დოლარი შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი 254.7 მლნ დოლარით (13.4%), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი 191 მლნ დოლარით (10%).
BM.GE
წყარო: bm.ge