მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Dell-მა Apple-თან კონკურენციისთვის ახალი ლეპტოპი XPS 13 წარადგინა
Dell-მა Apple-თან კონკურენციისთვის ახალი ლეპტოპი XPS 13 წარადგინა

Dell-მა Apple-თან კონკურენციისთვის ახალი ლეპტოპი XPS 13 წარადგინა

BM.GE2 ივნისი, 2026, 03:00|bm.ge

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Dell-მა Apple-ის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად და ბიუჯეტურ ნოუთბუქ MacBook Neo-სთან კონკურენციის მიზნით ახალი, ყველაზე ხელმისაწვდომი ლეპტოპი - XPS 13 წარადგინა.

არსებული ინფორმაციით, დასახელებული მოდელის საწყისი ფასი $699 იქნება, თუმცა სასწავლო სეზონის განმავლობაში 16 წლისა და უფროსი ასაკის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისთვის მოწყობილობის ფასი $599-მდე შემცირდება. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით კომპანია ბაზრის წილის გაზრდას და Apple-თან პირდაპირ კონკურენციაში შესვლას გეგმავს.

რაც შეეხება თავად XPS 13-ს, ის მწარმოებლის ყველაზე თხელი და მსუბუქი მოდელია. მას კონკურენტთან შედარებით უფრო დიდი ეკრანი და ნაკლები წონა აქვს. Dell-ის ბიუჯეტური ლეპტოპი Intel-ის Core Series 3-ის პროცესორებით იქნება აღჭურვილი და გაყიდვაში მიმდინარე თვეში ჩაეშვება. რაც შეეხება შედარებით მძლავრ Intel Core Ultra Series 3-ის პროცესორზე მომუშავე ვერსიას, მისი ხილვა მომხმარებლებს ზაფხულის ბოლოს შეეძლებათ.

როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორმა ჯეფ კლარკმა პროდუქტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა, მომხმარებლები ხელმისაწვდომ ფასად უკეთეს ალტერნატივებს იმსახურებენ.

შეგახსენებთ, რომ Dell-ის კონკურენტმა კომპანია Apple-მა უახლესი ბიუჯეტური ლეპტოპი MacBook Neo მიმდინარე წლის მარტში წარადგინა და ის Chromebook-ების ბაზარზე უპირობო ლიდერად იქცა. ლეპტოპის საწყისი ფასი $599 დოლარია, ფასდაკლებით კი $499 დოლარსაც კი აღწევს. საყურადღებო ფაქტია, რომ ის Apple-ის ტელეფონებისთვის განკუთვნილი ჩიპითაა აღჭურვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, "ბაზარი ორბელიანზე" მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

BM.GE

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

"ქართულმა ოცნებამ" და საჯარო უწყებებმა Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში $280,000-ზე მეტი დახარჯეს

BM.GE

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა ₾170 მილიონს მიაღწევს|სამინისტრო

BM.GE

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

სსე-ს დირექტორთა საბჭოს წევრი დენის ჩაქრობაზე სემეკის სამუშაო ჯგუფის წინასწარ შეფასებას ტენდენციურს უწოდებს

BM.GE