მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დღეიდან, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გადაადგილების სქემა შეიცვალა
დღეიდან, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გადაადგილების სქემა შეიცვალა

დღეიდან, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე საავტომობილო გადაადგილების სქემა შეიცვალა

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 15:37|bm.ge

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

ახალი სქემის თანახმად, რიგ ქუჩებზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა, ასევე, შემუშავდა ორი ძირითადი მიმართულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა.

პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.

გარდა ამისა, ბესიკის ქუჩის მონაკვეთი, კერძოდ, ჟვანიას ქუჩის კვეთიდან შევჩენკოს ქუჩის კვეთამდე იქნება ცალმხრივი, ასევე, ცალმხრივი მოძრაობა იქნება შევჩენკოს ქუჩაზე, ბესიკის ქუჩიდან ჭიჭინაძის ქუჩის მიმართულებით; ლერმონტოვის ქუჩაზე გადაადგილება კვლავ ცალმხრივი იქნება, თუმცა შეცვლილი მიმართულებით - შესაძლებელი ხდება ქიქოძისა და მაჩაბლის ქუჩებიდან ლერმონტოვის ქუჩის გავლით შალვა დადიანის ქუჩაზე მოხვედრა.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან მოხვედრა შესაძლებელი იქნება ორი ძირითადი მიმართულებით. კერძოდ, მძღოლები თავისუფლების მოედნიდან ლეონიძისა და ინგოროყვას ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან 9 აპრილის ქუჩას, შემდეგ მარცხნივ მოხვევით გადავლენ ჟვანიას ქუჩაზე და მოძრაობას გააგრძელებენ ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებისკენ. ასევე, როგორც ჭონქაძის, ისე პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩიდან გადავლენ მთაწმინდის ქუჩაზე და არსენას ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან ბესიკისა და შევჩენკოს ქუჩებს.

შევჩენკოს ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით უკან დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჟვანიას, 9 აპრილისა და ინგოროყვას ქუჩების საშუალებით, საიდანაც მძღოლები ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებით დაუკავშირდებიან ლერმონტოვისა და დადიანის ქუჩებს, ასევე თავისუფლების მოედანს; მთაწმინდის ზედა ქუჩებზე მოხვედრა დასაშვები იქნება 9 აპრილის ქუჩიდან არსენას ქუჩის გავლით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთაველის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდებაიმედი
  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • რუსთაველზე გაზის ქსელი სრულად განახლდება - თბილისი ენერჯიტვ პირველი
  • რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია - დედაქალაქის მთავარი გამზირი განსხვავებული იერსახით თბილისელებს ოთხ თვეში დაუბრუნდებარუსთავი 2
რუსთაველის →გამზირის →

მსგავსი სტატიები

რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი

რა შემთხვევაში შეიზღუდება 60+ მოქალაქეების რისკიანი საბარათე ოპერაციები 48 საათით? - 4 კრიტერიუმი

BM.GE

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

BM.GE

ვანში ცხოველთა უკანონო სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს-მა შპს "შუამთა" დააჯარიმა

ვანში ცხოველთა უკანონო სასაკლაოზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა | სეს-მა შპს "შუამთა" დააჯარიმა

BM.GE

სამშენებლო ბიზნესი შრომის უსაფრთხოებაში ვალდებულებების შესრულებაზე მეტად ორიენტირებული უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე

სამშენებლო ბიზნესი შრომის უსაფრთხოებაში ვალდებულებების შესრულებაზე მეტად ორიენტირებული უნდა იყოს - მიხეილ სარჯველაძე

BM.GE