მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის
დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს აღარ გაწვრთნის

BM.GE15 ივლისი, 2026, 17:46|bm.ge

დიდიე დეშამის ხანგრძლივი და გამორჩეული კარიერა საფრანგეთის ნაკრებთან ისე დასრულდება, როგორც თავად ნამდვილად არ ისურვებდა - შაბათს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში.

57 წლის დეშამის, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო როგორც ფეხბურთელმა (1998 წელს), ისე მთავარმა მწვრთნელმა (2018 წელს), ოცნება მესამედაც მოეპოვებინა ეს ტიტული დასრულდა სამშაბათს, როდესაც ნახევარფინალში საფრანგეთი ესპანეთთან 2:0 დამარცხდა.

ტურნირზე შთამბეჭდავი, შემტევი ფეხბურთით გამორჩეულმა საფრანგეთმა დალასში გამართულ შეხვედრაში მხოლოდ 10-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, ეს მათი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე. მოსალოდნელი გოლების (xG) მაჩვენებელმა კი მხოლოდ 0.3 შეადგინა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩამდე საფრანგეთი აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა.

მიუხედავად მარცხისა, დეშამმა დალასში მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდი დაამყარა, ის გახდა ტურნირზე ყველაზე მეტი მატჩის (26) ჩამტარებელი მწვრთნელი.

მანამდე ეს რეკორდი (25 მატჩი) დასავლეთ გერმანიის ყოფილ მწვრთნელ ჰელმუტ შიონს ეკუთვნოდა.

დეშამმა ჯერ კიდევ 2025 წლის იანვარში დაადასტურა, რომ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა. მისი გამოსამშვიდობებელი მატჩი შაბათს, მაიამიში, ინგლისისა და არგენტინის ნახევარფინალის დამარცხებულთან გაიმართება.

მედიაში აქტიურად იწერება დეშამის შემცვლელის შესახებაც და დიდი ალბათობით საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რთველის სუბსიდირების სახელმწიფო კომპანიამ ბანკისგან 122 მლნ ლარის ვალი აიღო

რთველის სუბსიდირების სახელმწიფო კომპანიამ ბანკისგან 122 მლნ ლარის ვალი აიღო

BM.GE

47% ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესშია|რაში იყენებენ კომპანიები AI-ს საქართველოში?

47% ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესშია|რაში იყენებენ კომპანიები AI-ს საქართველოში?

BM.GE

წლის პირველ ნახევარში ვაშლის ექსპორტი $11 მლნ-მდე გაიზარდა

წლის პირველ ნახევარში ვაშლის ექსპორტი $11 მლნ-მდე გაიზარდა

BM.GE

მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა|BAG ინდექსი

მოთხოვნის სიმცირის პრობლემა გამძაფრდა|BAG ინდექსი

BM.GE