მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დიუშენის ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა - მშობლები
დიუშენის ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა - მშობლები

დიუშენის ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკება დასკვნით ეტაპზეა - მშობლები

BM.GE9 ივლისი, 2026, 15:38|bm.ge

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გაირკვა, რომ ერთ-ერთი თანამედროვე მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა. რაც შეეხება მეორე პრეპარატს, მასთან დაკავშირებული დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

მშობლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან.

„მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შორის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამინისტრო ინტენსიურ კომუნიკაციას აწარმოებს დიუშენის სამკურნალო თანამედროვე პრეპარატების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიებთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.

ვიმედოვნებთ, რომ მეორე მედიკამენტთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიც წარმატებით დასრულდება, პროცესი ზედმეტი შეფერხებების გარეშე გაგრძელდება და ყველა შესაძლო ხელისშემშლელი გარემოება დროულად აღმოიფხვრება.

ამასთან, კომუნიკაცია მიმდინარეობს სხვა ფარმაცევტულ კომპანიებთანაც. კომუნიკაცია ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან დიუშენის პაციენტების კლინიკურ კვლევებში შესაძლო ჩართვის მიმართულებით.

გვინდა, კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადოთ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. თქვენი თანადგომა ამ პროცესში ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში დიუშენის სამკურნალო თანამედროვე მედიკამენტების ხელმისაწვდომობას ერთად ვიზეიმებთ“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 4 ივნისს გახდა ცნობილი, რომ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც დიუშენის მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე იმუშავებდა. ამავე დღეს შეწყდა კანცელარიასთან თითქმის ორთვიანი აქცია, რომლის ფარგლებშიც მშობლები მორიგეობით ათევდნენ ღამეს.

მშობლები სახელმწიფოსგან ოთხიდან ერთი დასახელების მედიკამენტის დაფინანსებას ითხოვდნენ. ოთხივეს აქვს ამერიკის წამლის მარეგულირებლის (FDA) ლიცენზია, ხოლო ორ მათგანს — ევროპული მარეგულირებლის (EMA) ავტორიზაციაც. ეს მედიკამენტებია:

• ელევიდისი (Elevidys) [გენური თერაპია]: ადენოვირუსზე დაფუძნებული გენური თერაპია 4 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებსაც დადასტურებული აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ჯერ კიდევ ეტლის გარეშე მოძრაობენ. მედიკამენტი, სავარაუდოდ, რამდენიმე ბავშვისთვის იქნება გამოსადეგი. • ეგზონების გამოტოვება („Exon skipping“): სამედიცინო ჩარევა, რომელიც დისტროფინის გენის მუტაციების „დასაკორექტირებლად“ მუშაობს. • ჯივინოსტატი: მედიკამენტი, რომელიც ამცირებს დაავადების პროგრესირებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მისი მიღება ადრეულ ეტაპზე იწყება. • ვამოროლონი: სტეროიდების უახლესი ალტერნატივა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ზრდის შეფერხება და ძვლების დასუსტება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მედიკამენტ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • პროკურატურა: ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე - სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმშიიმედი
  • მიხეილ სარჯველაძის განცხადებით სახელმწიფო ცისტური ფიბროზის სამკურნალო მედიკამენტს შეიძენსფორმულა
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • რასაც მივაღწიეთ დღეს, ესეც დასაფასებელია, მაგრამ იმ მედიკამენტზე, რომელიც ყველა ბავშვზე ვრცელდება, ჯერჯერობით, არ არის შეთანხმება მიღწეული - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელი კახა წიქარიშვილირუსთავი 2
მედიკამენტ →

მსგავსი სტატიები

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

კოსმეტიკის და კანის მოვლის საშუალებების იმპორტი 24%-ით გაიზარდა - რომელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს?

BM.GE

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება | რა უნდა ვიცოდეთ?

BM.GE

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

"რესპუბლიკურის" ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა | რამდენი დაიხარჯება?

BM.GE

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

გამოცდებზე ზღვრის ვერგადალახვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიზიკასა და ბიოლოგიაშია | NAEC-ის სტატისტიკა

BM.GE