მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპის „ოქროს ბარათის“ პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა
დონალდ ტრამპის „ოქროს ბარათის“ პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა

დონალდ ტრამპის „ოქროს ბარათის“ პროგრამა წარუმატებელი აღმოჩნდა

BM.GE12 მაისი, 2026, 04:50|bm.ge

"აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივამ, რომელიც 1 მილიონ დოლარად ქვეყნის რეზიდენტობის სწრაფად მიღებას ითვალისწინებდა, კრახი განიცადა" - წერს CNBC. როგორც ირკვევა, ამ დროისთვის განაცხადი მხოლოდ 338-მა ადამიანმა წარადგინა.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მონაცემებით, სავიზო მოსაკრებელი, რომელიც $15,000-ს შეადგენს, მხოლოდ 165-მა პირმა გადაიხადა. ეს მაჩვენებელი რადიკალურად განსხვავდება ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჰოვარდ ლუტნიკის პროგნოზისგან, რომელიც პროგრამიდან $100 მილიარდის მობილიზებას ელოდა.

რაც შეეხება პროცედურულ დეტალებს, როგორც აღმოჩნდა დაპირებული „რეკორდული დრო“ სინამდვილეს არ შეესაბამება. სასამართლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „ოქროს ბარათის“ მაძიებლები ვიზებს პრიორიტეტულად ვერ იღებენ. უსაფრთხოების დეპარტამენტის განმარტებით, ამ კატეგორიის განმცხადებლების აპლიკაციებისთვის ჩვეულებრივი სავიზო რეჟიმის მსგავსი ვადებია განსაზღვრული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ინიციატივის ლეგიტიმურობას სასამართლოში „დემოკრატიის დამცველთა ფონდი“ უკვე ასაჩივრებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ბრძანებულება დისკრიმინაციულია და ის EB-1 და EB-2 კატეგორიის სხვა კვალიფიციურ კანდიდატებს უსამართლო პოზიციაში აყენებს.

ამასთან, საინვესტიციო ვიზების სპეციალისტები ახალი სისტემის მიმართ სკეპტიციზმს გამოხატავენ. როგორც ირკვევა, მდიდარი ადამიანები უპირატესობას EB-5 პროგრამას ანიჭებენ, სადაც $800,000-ის ინვესტიციაა საჭირო. „ოქროს ბარათისგან“ განსხვავებით, აღნიშნული მოდელი ინვესტირებას გულისხმობს და არა სახელმწიფოსთვის თანხის უსასყიდლოდ გადაცემას.

ექსპერტების შეფასებით, ვიდრე კონგრესი ინიციატივას არ დაამტკიცებს, პოტენციური კანდიდატები $1 მილიონის რისკზე წასვლას მოერიდებიან.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბარათის“ პროგრამა 2025 წლის დეკემბერში ამოქმედდა. ის დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებულებით შეიქმნა და უცხოელი ინვესტორების მოზიდვას ისახავს მიზნად. ცნობისთვის, EB-1 და EB-2 ვიზები ტრადიციულად განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანებისთვის ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გაიცემა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 137 სტატია.

  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან შევთანხმდით სამმხრივი შეხვედრის გამართვაზეფორმულა
  • მიგრანტებმა ხელში ჩაიგდეს საფრანგეთი, სწრაფად უნდა ჩაკეტონ საზღვრები! - ტრამპიტვ პირველი
  • ალიევი იმედოვნებს, რომ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭებანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE