მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა
დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

დონალდ ტრამპმა ჩინეთი აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა

BM.GE18 ივლისი, 2026, 01:42|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლიდან სპეციალური მიმართვა გაავრცელა და ჩინეთი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა ნახევარსაათიანი გამოსვლისას ამერიკული საარჩევნო სისტემების სავარაუდო მოწყვლადობაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან საიდუმლო გრიფი უკვე მოუხსნა სადაზვერვო დოკუმენტებს, რომლებიც პეკინის მხრიდან ჯო ბაიდენის მხარდაჭერას ადასტურებს. აშშ-ის ლიდერმა ჩინეთი 220 მილიონი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვებაშიც დაადანაშაულა.

დონალდ ტრამპის მტკიცებით, 18 შტატში ამომრჩეველთა მონაცემები ჩინეთმა იყიდა, მოიპარა ან ჰაკერულად გატეხა. ამასთან, მან განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლები არიან ის საჯარო პირები, ვისაც საზოგადოების გაფრთხილება და მთავრობისა და კონგრესისთვის ინფორმაციის მიწოდება ევალებოდათ.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკული საარჩევნო აპარატები უცხოელების, მათ შორის რუსების, ჩინელებისა და ირანელეს მხრიდან დაჰაკვის რისკის წინაშე ახლაც დგას.

რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, დონალდ ტრამპმა გამოსვლის დასასრულს კიდევ ერთხელ მოითხოვა სპეციალური საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც ფოსტით ხმის მიცემას კრძალავს და რეგისტრაციისთვის მოქალაქეობის დადასტურებას მოითხოვს.

საყურადღებო ფაქტია, რომ აშშ-ის სადაზვერვო უწყებების წინა ანგარიშები პრეზიდენტის ამჟამინდელ ბრალდებებს არ ადასტურებს. ეროვნული დაზვერვის საბჭოს უახლესი დასკვნით, ჩინეთს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარრვა არ უცდია.

რაც შეეხება ოფიციალური პეკინის პოზიციას, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტრამპის ბრალდებები "სრულ სიყალბედ" შეაფასა და მათ საფუძველს მოკლებული უწოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 181 სტატია.

  • ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარიაიმედი
  • დონალდ ტრამპი ირანზე: ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა, ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიანრუსთავი 2
  • დონალდ ტრამპმა საკუთარი თავი აშშ-ის ისტორიაში ერთადერთ „უდიდეს“ პრეზიდენტად გამოაცხადაფორმულა
  • სასამართლომ უკანონოდ ცნო ტრამპის სავიზო აკრძალვა, რომელიც საქართველოსაც ეხებოდანეტგაზეთი
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

20 საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადდა - რომელ სკოლებს მოიცავს პროექტი?

BM.GE

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

ჯანი ინფანტინომ საკუთარი იმიჯის დასაცავად მილიონები დახარჯა

BM.GE

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

Huawei-ს პირველი ნახევრის წმინდა მოგება 36%-ით შემცირდა

BM.GE

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

2 ამერიკულ სადაზღვევო კომპანიას შორის $17-მილიარდიანი გარიგება შედგა - რა არის ცნობილი?

BM.GE