მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Dunkin’-ის მფლობელმა კომპანია Inspire Brands-მა IPO-სთვის განაცხადი შეიტანა
Dunkin’-ის მფლობელმა კომპანია Inspire Brands-მა IPO-სთვის განაცხადი შეიტანა

Dunkin’-ის მფლობელმა კომპანია Inspire Brands-მა IPO-სთვის განაცხადი შეიტანა

BM.GE13 მაისი, 2026, 03:21|bm.ge

Dunkin’-ის მფლობელმა კომპანია Inspire Brands-მა აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებისთვის (IPO) კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა.

თუ Inspire ბირჟაზე გავა, ეს სარესტორნო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეთავაზება იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, კერძო საინვესტიციო კომპანია Roark Capital-ი, რომელიც Inspire-ს უჭერს მხარს, კომპანიის დაახლოებით 20 მილიარდ დოლარად შეფასებას ისახავს მიზნად.

Inspire 2018 წელს Arby’s-ისა და Buffalo Wild Wings-ის შერწყმის შედეგად დაარსდა. ამას მოჰყვა სხვა შესყიდვებიც: 2018 წლის ბოლოს Sonic Drive-In-ის, ხოლო 2019 წელს Jimmy John’s-ის შეძენა. 2020 წელს კი Inspire-მა 11 მილიარდი დოლარის ღირებულების გარიგებით Dunkin’ და Baskin Robbins შეისყიდა და ისინი კერძო კომპანიებად აქცია.

ვებსაიტის თანახმად, აღნიშნული ექვსი ქსელის გაერთიანებით Inspire-ი მსოფლიოს მასშტაბით 33 300-ზე მეტ რესტორანს ფლობს, მისი წლიური გაყიდვები კი 33.4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Inspire-ი ერთადერთი სარესტორნო კომპანია არ არის, რომელიც IPO-ს გეგმავს. გასულ თვეში კომპანია Jersey Mike’s-მაც განაცხადა, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა.

აქციების პირველადი საჯარო შეთავაზებების ბაზარი ჯერჯერობით პასიურია, თუმცა წლის ბოლოსკენ სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს. ბაზრის მერყეობამ, ეკონომიკურმა გაურკვევლობამ და ახალი საჯარო კომპანიების აქციების ბოლოდროინდელმა სუსტმა მაჩვენებლებმა ბირჟაზე გასვლის მსურველთა დაგროვება (ე.წ. Backlog) გამოიწვია.

მიუხედავად ამისა, მომდევნო თვეებში მოსალოდნელია რამდენიმე მასშტაბური IPO-ს განხორციელება. მათ შორისაა SpaceX-ის შეთავაზება, რომელმაც შესაძლოა კომპანიის ღირებულება 1 ტრილიონ დოლარზე მეტად განსაზღვროს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE