მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი, 1,425 ვილა და 1,300 თაუნჰაუსი აშენდება
Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი, 1,425 ვილა და 1,300 თაუნჰაუსი აშენდება

Eagle Hills-ის თბილისის პროექტში 3,433 აპარტამენტი, 1,425 ვილა და 1,300 თაუნჰაუსი აშენდება

BM.GE1 სექტემბერი, 2026, 16:36|bm.ge

Eagle Hills-ის მიერ თბილისის მიმდებარედ, Tbilisi Waterfront-ის სახელით დაგეგმილ პროექტში ჯამში 6,158 საცხოვრებელი ერთეულის მოწყობაა გათვალისწინებული. დეტალური განაშენიანების გეგმის მიხედვით, მათ შორის იქნება 3,433 აპარტამენტი, 1,425 ინდივიდუალური ვილა და 1,300 თაუნჰაუსი.

პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმა კომპანიამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინა. Tbilisi Waterfront 633 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს, რომელიც სახელმწიფომ Eagle Hills-ს უზუფრუქტით გადასცა და სოფლებში ყარაჯალარში, აღთაკლიაში, ფონიჭალასა და კრწანისში მდებარეობს.

პროექტის განხორციელება სამ ფაზად არის დაგეგმილი და ბოლო ფაზის დასრულება 2040 წლისთვის იგეგმება. საინვესტიციო მოცულობა 3.4 მილიარდ დოლარამდე არის განსაზღვრული.

როგორი საცხოვრებელი სახლები აშენდება

დოკუმენტაციის მიხედვით, ვილების ზონას 108.42 ჰექტარი დაეთმობა და აქ 1,425 ინდივიდუალური სახლის მოწყობაა დაგეგმილი.

ვილები სამ კატეგორიად იყოფა:

• 641 პატარა ვილა — საორიენტაციო ფართობი 159 კვ.მ; • 641 საშუალო ვილა — საორიენტაციო ფართობი 176 კვ.მ; • 143 დიდი ვილა — საორიენტაციო ფართობი 302 კვ.მ.

ამასთან, 31.21 ჰექტარზე 1,300 თაუნჰაუსის მშენებლობაა გათვალისწინებული. ისინი 3- და 4-საძინებლიანი იქნება. 3-საძინებლიანი თაუნჰაუსის საორიენტაციო ფართობი 98 კვ.მ-ს, ხოლო 4-საძინებლიანის — 127 კვ.მ-ს შეადგენს.

ყველაზე დიდი საცხოვრებელი სეგმენტი მრავალბინიან აპარტამენტებზე მოდის. მათთვის პროექტში 62.61 ჰექტარია გამოყოფილი და ჯამში 3,433 საცხოვრებელი ერთეულის მოწყობაა დაგეგმილი.

დოკუმენტში აპარტამენტების ნაწილი ცალკე კატეგორიადაა გამოყოფილი, ნაწილი კი შერეული ფუნქციის აპარტამენტების სახით არის წარმოდგენილი. ამ ქვეკატეგორიებში ერთეულების ზუსტი განაწილება დოკუმენტში ცალკე არ არის დაკონკრეტებული.

რამდენი ადამიანი იცხოვრებს პროექტში

Tbilisi Waterfront-ის საპროგნოზო მოსახლეობა 21,500-დან 22,100 ადამიანამდე განისაზღვრება.

მათგან დაახლოებით 6,000 ადამიანი ვილების ზონაში, 5,900-მდე თაუნჰაუსების ზონაში, ხოლო 10,200-მდე — მრავალბინიან აპარტამენტებში იქნება განთავსებული.

საცხოვრებელი განაშენიანების ძირითადი ნაწილი დაბალი ინტენსივობის იქნება. შენობების ძირითადი სართულიანობა 1-დან 6 სართულამდე განისაზღვრება, ცალკეულ ზონებში კი მაქსიმალური სართულიანობა 6-7 სართული იქნება.

საცხოვრებელ პროექტთან ერთად, Tbilisi Waterfront-ში სასტუმროების, კომერციული ფართების, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებაც იგეგმება.

პროექტის ფარგლებში 345 ჰექტარი საერთო და რეკრეაციულ სივრცეებს დაეთმობა. გეგმა ასევე ითვალისწინებს მდინარისპირა ჭალის ტყეების შენარჩუნებასა და რეაბილიტაციას, არსებული ტბებისა და დაჭაობებული ტერიტორიების საპარკო სივრცეებად გარდაქმნას.

ტერიტორიაზე დაგეგმილია ორი ახალი ხიდის მშენებლობაც და ერთი არსებული ხიდის აღდგენა. ასევე მოეწყობა ველობილიკები, შიდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები, სკოლა, საბავშვო ბაღი, სასწრაფო დახმარების პუნქტი და „ინტეგრირებული მომსახურების ცენტრი“.

ტიპური სახლების/ვილების პროექტები:

განაშენიანების ფაზები

საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის განაშენიანება:

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 193 სტატია.

  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
  • თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართაიმედი
  • თბილისში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავესფორმულა
თბილისის →

მსგავსი სტატიები

საქართველოში შვედეთის ახალმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაიწყო

საქართველოში შვედეთის ახალმა ელჩმა დევიდ ემტესტამმა დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაიწყო

BM.GE

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

"ბიზნესის დუმილის" კანონით ხელისუფლება იზოლაციაში აქცევს ამ ძალას|ინტერვიუ დავით ბეგიაშვილთან

BM.GE

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა

BM.GE

clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი

clubnparty 5 თვეში 3,800%-იან ზრდას აფიქსირებს - მიზანია თვეში 100,000,000 აქტიური მომხმარებელი

BM.GE