მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EBRD-ი საქართველოში მზის სადგურების პროექტს $20 მლნ დააფინანსებს
EBRD-ი საქართველოში მზის სადგურების პროექტს $20 მლნ დააფინანსებს

EBRD-ი საქართველოში მზის სადგურების პროექტს $20 მლნ დააფინანსებს

BM.GE16 სექტემბერი, 2026, 04:25|bm.ge

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი [EBRD] საქართველოში მზის სადგურების მშენებლობისთვის 19.9 მილიონი დოლარის სესხს გასცემს.

9 სექტემბერს EBRD-ის საბჭომ კომპანია “ველის” მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის 19.6 მილიონ დოლარის სესხი დაუმტკიცა. როგორც კომპანიის დირექტორმა ნინო მჭედლიშვილმა BMG-ის უთხრა, ამ ეტაპზე სესხის მისაღებად მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეს პროცესი სავარაუდოდ, 2027 წლის I კვარტალში დასრულდება.

"ჩვენ მივაწოდეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, ასევე Due Diligence-ის ეტაპი წარმატებით გავიარეთ და მათ ეს პროექტი მოიწონეს. კერძოდ, EBRD-მა საკითხი დირექტორთა საბჭოზე გაიტანა და სესხი დაამტკიცა. თუმცა ეს დამტკიცება ნიშნავს იმას, რომ მოგვცეს უფლება, უშუალოდ სესხის ხელშეკრულებასა და მის პირობებზე ვისაუბროთ. რეალურად, ამჟამად ასეთი სტატუსი გვავს: მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება და დეტალებზე შეთანხმება. სესხი გულისხმობს 10 სადგურისგან (დაახლოებით 53 მეგავატი) შემდგარ პორტფელს. აქედან 5 მზის სადგური (12 მეგავატი) უკვე ოპერირებაშია შესული, ხოლო 40.6 მეგავატი მიმდინარე პროექტებია. საუბარია იმაზე, რომ ჯამში EBRD-მა შესაძლოა, 53-ვე მეგავატი დააფინანსოს, თუმცა როგორც გითხარით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - ამბობს მჭედლიშვილი.

EBRD -ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაფინანსება მიემართება „ველის“ საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე, მათ შორისა „კახეთის მზე“, „მზის ველი“ „ველი“ და „ალაზნის მზე".

EBRD-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დაფინანსება გამოიყოფა ჯამში 52.8 მეგავარის მზის ელექტროსადგურებზე, საიდანაც უნდა მოხდეს 40.6 მგვტ სიმძლავრის მქონე ახალი მზის სადგურების მშენებლობა და ასევე ადგილობრივი ბანკისგან მანამდე მოზიდული გარდამავალი დაფინანსების რეფინანსირება, რომლის ფარგლებში უკვე აშენებულია 12 მეგავატის სადგურები. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, მჭედლიშვილთან ერთად "ველის" მფლობელი ბიზნესმენი ლაშა იორდანიშვილიც არის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 106 სტატია.

  • ვაკის რაიონში ამხანაგობებს 349 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდარუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის ახალი პროექტი მოსწავლეებისთვის - შეისწავლე სასურველი პროფესია სრული დაფინანსებითტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

„მილანმა“ და „ინტერმა“ სტადიონის სახელწოდების უფლებებზე შეთანხმებას მიაღწიეს - ახალ „სან სიროს“ „ჯენერალის სტადიონი“ დაერქმევა

BM.GE

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

Chevron-ისა და Exxon-ის ფინანსურმა შედეგებმა მოლოდინებს გადააჭარბა

BM.GE

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

რატომ გადაწყვიტა Microsoft-მა $25 მილიარდის ვალის აღება?

BM.GE

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

100 ტონა ნუში, 270 ტონა მოცვი და 2000-მდე გაზრდილი სამუშაო ადგილი - "მკისას" შედეგებსა და გეგმებზე

BM.GE