მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომიკის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?
ეკონომიკის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

ეკონომიკის მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა - რაზე ისაუბრეს?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 19:04|bm.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ეკონომიკური კავშირების ზრდისა და გამყარების კუთხით.

'მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და თურქეთს შორის ეკონომიკური კავშირების მზარდ დინამიკაზე, აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობის საკითხებს საინვესტიციო მიმართულებით, კერძოდ, ხაზი გაესვა თურქული კომპანიების აქტიურ საქმიანობას, რომლებიც სხვადასხვა სფეროშია დივერსიფიცირებული და მათ მიერ შეტანილ წვლილს საქართველოს ეკონომიკაში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და თურქეთის ელჩს შორის შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა სხვადასხვა სექტორში შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ წელს პირველი ორი კვარტალის მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობით თურქეთი მეორე ადგილს იკავებს", - ნათქვამია პრესრელიზში.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ესწრებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 172 სტატია.

  • ირაკლი ნადარეიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარების და ინფორმაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდარუსთავი 2
  • კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე რუსეთთან სპეცწარმომადგენლად დანიშნაფორმულა
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • 12 000 ლარზე ნაკლებს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, რომ კორუფციისკენ უბიძგებ – კობახიძენეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის

პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის

BM.GE

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

შავი ზღვა კომერციული გემებისთვის მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელ მარშრუტად იქცა - Financial Times

BM.GE

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

ისარგებლე ყოველდღე ქეშბექ შეთავაზებებით საქართველოს ბანკის SUPER ნაკრების ფარგლებში

BM.GE

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

სექტემბერში ქართულ ბანკებში დეპოზიტები ₾1.82 მილიარდით გაიზარდა

BM.GE