მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეკონომიკური ოფიცრების პოზიცია საელჩოებში" - რას ურჩევს გიორგი ქობულია მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად?
"ეკონომიკური ოფიცრების პოზიცია საელჩოებში" - რას ურჩევს გიორგი ქობულია მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად?

"ეკონომიკური ოფიცრების პოზიცია საელჩოებში" - რას ურჩევს გიორგი ქობულია მთავრობას ინვესტიციების მოსაზიდად?

BM.GE29 აპრილი, 2026, 14:30|bm.ge

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ თუკი “ქართულ ოცნებას” რეალურად სურს ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მუშაობის გაძლიერება, საელჩოებში ეკონომიკური ატაშეების პოზიციის შემოღების იდეას უნდა დაუბრუნდეს.

როგორც BMG-სთან გიორგი ქობულია აცხადებს, მსგავსი წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სინგაპურშია.

ქობულია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში "ინვესტიციების სააგენტოს” შექმნას მოიაზრებს, ნაკლებად ეფექტური იქნება.

“საშუალო და მსხვილ ინვესტიციებთან დაკავშირებით სამუშაოს გაძლიერებისთვის ფუნდამენტალურად უნდა მოხდეს საერთოდ ინვესტიციების მოზიდვის სისტემის გადახედვა. როდესაც მე ვმუშაობდი მთავრობაში, მაშინ ჩვენ გვქონდა ინიციატივა, რომ ყველა საელჩოში დაგვეფუძნებინა ახალი პოზიცია - საინვესტიციო ოფიცრის, როგორც ჰქონდა გაკეთებული მაგალითად, სინგაპურს. სინგაპურში ინვესტიციების მოზიდვის სააგენტოში 600 ადამიანი მუშაობს. ხომ წარმოგიდგენიათ რამხელა ძალისხმევაა. რაღაც ანალოგიური შეიძლებოდა გაკეთებულიყო საქართველოშიც. მაგალითად, ელჩის დაქვემდებარებაში, ან შეიძლება დამოუკიდებლადაც, საელჩოებში შეგვექმნა საინვესტიციო ოფიცრის ფუნქცია, რომელიც იმუშავებდა იმ სამიზნე ქვეყნების საინვესტიციო საზოგადოებასთან, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, რათა გაეცნოთ მათთვის საქართველო და ემუშავა მას აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურებთან საქართველოში, რომ მოეზიდა ინვესტიციები.

მეორე - რა თქმა უნდა, შესაქმნელი არის ბევრად უფრო ძლიერი ორგანიზაცია თვითონ საქართველოშიც, რომელიც გააფორმებს პროექტებს, ელაპარაკება ინვესტორებს, თვითონ პროცესს გაუძღვება ინვესტორების მოზიდვის მიმართულებით. ამისთვის ახალი სტრუქტურაა შესაქმნელი. შეიძლება ეს სტრუქტურა უფრო გამოდგეს, ჩემი აზრით, ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ფარგლებში. „აწარმოე საქართველოს“ სტრუქტურა ძირითადად არის გამიზნული წვრილი და საშუალო მეწარმის მხარდაჭერაზე და ნაკლებად მსხვილი ინვესტიციების მოზიდვაზე. ამიტომ მე არ მგონია, რომ ამ ინიციატივამ რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღოს”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, საჯარო-კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტო არსებული სახით უქმდება. PPP სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებიდან ეკონომიკის სამინისტროს ქვეშ გადადის და სახელი და ფორმატი ეცვლება - მას სსიპ "ინვესტიციების და ექსპორტის" სააგენტო უნდა ეწოდოს.

ახალ სააგენტოს ქვეყნის საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალის მხარდაჭერა დაევალება. ახალი სახით ფორმირებულ უწყებაში უნდა გადავიდეს სსიპ "აწარმოე საქართველოში"-ს ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 124 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE