მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეკონომისტი ხსნის, რატომაა ლავროვის განცხადება ტყუილი ანუ როგორ ეხმარება EU წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის
ეკონომისტი ხსნის, რატომაა ლავროვის განცხადება ტყუილი ანუ როგორ ეხმარება EU წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

ეკონომისტი ხსნის, რატომაა ლავროვის განცხადება ტყუილი ანუ როგორ ეხმარება EU წევრებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის

BM.GE5 ივნისი, 2026, 15:55|bm.ge

ეკონომისტი ზაზა ბროლაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ხსნის, რატომაა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება ტყუილი ანუ სინამდვილეში როგორ ეხმარება ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

ზაზა ბროლაძეს პოლონეთის მაგალითი მოჰყავს და კონკრეტული ფაქტების მოშველიებით ჰყვება, როგორ განვითარდა პოლონეთის სოფლის მეურნეობა მას შემდეგ, რაც 2004 წელს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდა. “2004–2023 წლებში პოლონეთმა ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკიდან (CAP) და სოფლის განვითარების ფონდებიდან 80 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო”, - წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.

ზაზა ბროლაძე ვრცელი პოსტით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც რუსი დიპლომატი ავითარებს იმ აზრს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში, საქართველო ვეღარ იქნება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით ცნობილი . “საქართველოს ხელისუფლებაში ადასტურებენ კურსს ევროკავშირისკენ, თუმცა ესმით, რომ ამ შემთხვევაში ვეღარ იქნება ის ქვეყანა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითაა ცნობილი “, - განაცხადა მან „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, როდესაც რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებთან მიმართებით „ევროკავშირის ანტირუსული ქმედებების“ შედეგებზე ჰკითხეს.

„დღეს, საქართველოს ხელისუფლებაში პრაგმატიკოსები არიან...“ - სერგეი ლავროვი

"ეს არის 100%-იანი ტყუილი… ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირიქითაა და ევროკავშირი მაქსიმალურად ეხმარება წევრ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის”, - აცხადებს ეკონომისტი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ყოფილი უფროსი ზაზა ბროლაძე, რომლის ანალიზს BMG უცვლელად გთავაზობთ:

"ამას დიდი ხანია ავრცელებენ ქართველი პროპაგანდისტები, მთავრობის წევრების და მათი "ექსპერტების" [მეშვეობით]. ყველაფერი, რა თქმა უნდა, პირიქითაა და ევროკავშირი მაქსიმალურად ეხმარება წევრ ქვეყნებს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. მათი სუბსიდირების (რასაც, როგორც ეკონომისტი, არ ვეთანხმები) და დახმარების სხვა ფორმების შედეგად, მაგალითად, პოლონეთმა, ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ მიიღო ათეულობით მილიარდი ევროს ინვესტიცია, ათჯერ გაზარდა აგროექსპორტი და მცირე, დაბალპროდუქტიული მეურნეობების დიდი ნაწილი კონკურენტუნარიან ბიზნესებად გარდაქმნა.

აქ არის მოკლე ანალიზი, როგორ იხეირა პოლონეთის სოფლის მეურნეობამ ევროკავშირისგან:

პოლონეთი ევროკავშირში 2004 წელს გაწევრიანდა და მას შემდეგ მისი სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტრანსფორმაციად ითვლება.

ძირითადი ფაქტები

2004–2023 წლებში პოლონეთმა ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკიდან (CAP) და სოფლის განვითარების ფონდებიდან 80 მილიარდ ევროზე მეტი მიიღო.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა, დაახლოებით, 5 მილიარდი ევროდან (2004) 50 მილიარდ ევროზე მეტამდე (2023) — თითქმის 10-ჯერ.

პოლონეთი გახდა ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი:

ფრინველის ხორცში — №1 ევროკავშირში;

ვაშლის წარმოებაში — №1 ევროკავშირში;

რძის, ხორცის და გადამუშავებული საკვების მნიშვნელოვანი ექსპორტიორი.

სოფლის მეურნეობის შრომის პროდუქტიულობა 2004 წლის შემდეგ ორჯერ მეტზე მეტად გაიზარდა.

ფერმერებმა მასობრივად განაახლეს ტექნიკა, აშენდა ახალი საწყობები, გადამმუშავებელი საწარმოები და სარწყავი ინფრასტრუქტურა ევროკავშირის გრანტებისა და თანადაფინანსების დახმარებით.

სოფლის მოსახლეობის შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო პირდაპირი სუბსიდიები ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

რატომ გამოუვიდა?

[მიიღო] ევროკავშირის სუბსიდიები და ინვესტიციები;

ევროკავშირის 450-მილიონიან ბაზარზე თავისუფალი წვდომა;

სურსათის უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება;

აგროპროდუქციის გადამუშავების განვითარება - პოლონეთმა მხოლოდ ნედლეულის კი არა, მზა პროდუქციის ექსპორტიც გაზარდა.

შედარებისთვის

2004 წელს სოფლის მეურნეობის ექსპორტი პოლონეთის მთლიან ექსპორტში შედარებით მცირე როლს თამაშობდა.

დღეს, აგროსასურსათო სექტორი პოლონეთის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი საექსპორტო დარგია და ქვეყანას ყოველწლიურად მილიარდობით ევროს სავაჭრო პროფიციტი მოაქვს”, - წერს ზაზა ბროლაძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წევრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებიაიმედი
  • შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სახალხო დღესასწაულს "ხადორობა - 2026-ს" დაესწრორუსთავი 2
  • რეგიონების მუშაობა შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი - "ოცნების" წევრმა მდინარაძე შეაქოტვ პირველი
  • ირანის საჰაერო თავდასხმა - ჰორმუზის სრუტეში კომერციული ტანკერის ეკიპაჟის წევრი დაიღუპაფორმულა
წევრი →

მსგავსი სტატიები

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

წყალმომარაგების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დამატებით 80-მდე სოფელშია დაგეგმილი - გიორგი კობერიძე

BM.GE

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

ილონ მასკმა კატეგორიულად უარყო ცნობები, თითქოს Tesla-ს ჩინეთის ბიზნესის გაყიდვას გეგმავს

BM.GE