მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა
ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 21:52|bm.ge

ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციაში მონაწილეობის საქმეზე 19 ივნისს დააკავეს, დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და 3 წლის, 3 თვისა და 2 დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 3 წელი პირობითი სასჯელია.

გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ზაქრო ალბუთაშვილსაც. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი რეალური სასჯელია, ხოლო 3 წელი პირობითი.

"პირველ რიგში, დიდი მადლობა ყველა ჩემს მხარდამჭერს, ვინც იყო ქართული საზოგადოებიდან, თუ უცხოეთიდან. ჩემს იქ ყოფნას ყველა განიცდიდა. ნამდვილად არ ველოდებოდი დღეს ჩემს გათავისუფლებას, ამიტომ, აუცილებლად მინდა, მოკითხვა შევუთვალო გლდანის ციხეში - D3 - ჩემი საცხოვრებელი ადგილი, სადაც ვიყავი - ყველას. ყველა მინდა გავამხნევო, ვინც ციხეშია, ასაკის, სქესის მიუხედავად, ვინ, როდის, რისთვის მოხვდა.

მინდა, აუცილებლად დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ადვოკატებს, რომლებმაც იშრომეს ძალიან ბევრი, ჩემს დარწმუნებაშიც სხვათა შორის. ჩემს ოჯახს დიდი მადლობა,რომელიც მხარში მედგა თითქმის სამი თვის განმავლობაში. ყველაფერი იქნება კარგად კი არა, ძალიან კარგად", - განაცხადა სასამართლოსთან ჩახუნაშვილმა.

გიორგი ჩახუნაშვილს სახელმწიფო ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. მასთან და ალბუთაშვილთან ერთად 19 ივნისს 5-5 წლით პატიმრობა დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მიესაჯათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლოში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 95 სტატია.

  • "ხვალ სასამართლო გამოაცხადებს განაჩენს როგორც საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით, ასევე არსებითად მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა მსჯავრდებულებთან მიმართებით" - 4 ოქტომბრის საქმის პროკურორირუსთავი 2
  • რა ხდებოდა სასამართლოში მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა სრულად დახურატვ პირველი
  • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი შემაშფოთებელიაფორმულა
  • პარტიების აკრძალვა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაში – საიას მიმოხილვანეტგაზეთი
სასამართლოში →

მსგავსი სტატიები

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

OpenAI-ის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა

BM.GE

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

Mitsubishi-მ LNG Canada-ს წილი Blackstone-ის ფონდებს $1.6 მილიარდად მიჰყიდა

BM.GE

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

ბიზნესი ზღვის დონიდან 1500 მეტრზე - „შალე ჰაწვალი“ გაფართოებას გეგმავს

BM.GE

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

მერია გარე განათებისა და მხატვრული მინათების ექსპლუატაციაში ₾7.2 მილიონის დახარჯვას უტენდეროდ გეგმავს

BM.GE