მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ერაყის პრემიერ-მინისტრი დღეს ვაშინგტონში ენერგეტიკულ შეთანხმებებს გააფორმებს
ერაყის პრემიერ-მინისტრი დღეს ვაშინგტონში ენერგეტიკულ შეთანხმებებს გააფორმებს

ერაყის პრემიერ-მინისტრი დღეს ვაშინგტონში ენერგეტიკულ შეთანხმებებს გააფორმებს

BM.GE14 ივლისი, 2026, 01:30|bm.ge

ერაყის პრემიერ-მინისტრი დღეს ვაშინგტონს ეწვევა და ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული კავშირების გაღრმავების მიზნით ახალ გარიგებებს გააფორმებს. არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოებასთან ერთად, ნავთობისა და გაზის სექტორში ახალ შეთანხმებებს დადებენ.

Reuters-ის ცნობით, დაგეგმილი ხელშეკრულებები რამდენიმე ურთიერთგაგების მემორანდუმს მოიცავს. ეს დოკუმენტები კი ქვეყანაში ამერიკული კომპანიების მოზიდვას შეუწყობს ხელს. როგორც ერაყის მთავრობის პრესსპიკერი, ჰაიდერ ალ-აბუდი აცხადებს, ეს პარტნიორობა ნავთობის მოპოვების პოტენციალის გაზრდას მნიშვნელოვან იმპულსს შესძენს. ამასთან, ხელშეკრულებები ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების ჩამოყალიბებასაც შეუწყობს ხელს.

საყურადღებოა, რომ ბაღდადი ორ მეტოქე სახელმწიფოს, აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების დაბალანსებას უკვე მრავალი თვეა აქტიურად ცდილობს. იმ ფონზე, რომ აშშ-ირანის ომის გამო ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ ქვეყნისთვის ნავთობიდან მიღებული შემოსავლები საგრძნობლად შეამცირა, ახალი გარიგება იქნება კრიტიკულად საჭირო ფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა.

ვრცელდება ცნობები, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრებზე მხარეები ერაყული არმიის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ, თუმცა ამ მხრივ ინფორმაცია მწირია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეთანხმება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავსიმედი
  • ლილუაშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე არ მოუმართავს – პროკურორინეტგაზეთი
  • „ღარიბაშვილი მართლაც იყო კორუმპირებული, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ბრალის წინასწარ შეთანხმებას სთავაზობდნენ“ - შაიშმელაშვილიტვ პირველი
  • პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვსფორმულა
შეთანხმება →

მსგავსი სტატიები

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

რუსეთი ხორბლის საექსპორტო ბაჟის გაუქმებას გეგმავს - რუსული მედია

BM.GE

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

2025 წელს, მილიონ ლარზე მეტი ბრუნვა 14 839 კომპანიას ჰქონდა

BM.GE

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

წელს რუსი მილიარდერების ქონება $5 მილიარდზე მეტით შემცირდა - Bloomberg

BM.GE

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

თევზის იმპორტი გაიზარდა და გაძვირდა | რატომ?

BM.GE