მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების განრიგი ცნობილია - სრული სია საგნების მიხედვით
ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების განრიგი ცნობილია - სრული სია საგნების მიხედვით

ეროვნული, სამაგისტრო და მასწავლებელთა გამოცდების განრიგი ცნობილია - სრული სია საგნების მიხედვით

BM.GE15 ივნისი, 2026, 13:36|bm.ge

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი უკვე ცნობილია. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

წელს საგამოცდო ცენტრები საქართველოს შემდეგ ქალაქებსა და დაბებში გაიხსნება: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ფოთი, ახალციხე, გორი, ოზურგეთი, რუსთავი, თელავი, ხულო და ამბროლაური.

2026 წლის საგამოცდო საგნების დეტალური კალენდარი ასე გამოიყურება:

აბიტურიენტთა გამოცდების განრიგი:

• 2 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა (I და II სესია); ოსური ენა (I სესია) • 3 ივლისი: ქართული ენა და ლიტერატურა (I და II სესია) • 6 ივლისი: ინგლისური ენა (I და II სესია) • 7 ივლისი: ინგლისური ენა (I და II სესია) • 8 ივლისი: რუსული, გერმანული და ფრანგული ენები (I სესია) • 10 ივლისი: მათემატიკა (I და II სესია) • 13 ივლისი: ისტორია (I და II სესია) • 14 ივლისი: ისტორია (I სესია); ქიმია (II სესია) • 15 ივლისი: სამოქალაქო განათლება (I სესია) • 16 ივლისი: ბიოლოგია (I სესია) • 17 ივლისი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (I სესია); ზოგადი უნარები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე (I სესია) • 20 ივლისი: გეოგრაფია (II სესია) • 21 ივლისი: ლიტერატურა (I სესია) • 22 ივლისი: ფიზიკა (I სესია)

რაც შეეხება სხვა გამოცდებს

• მასწავლებელთა გამოცდები: პედაგოგები საგამოცდო პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. • სტუდენტთა საგრანტო კონკურსი: ჩატარდება 17 ივლისს. • საერთო სამაგისტრო გამოცდა: მაგისტრანტობის კანდიდატები გამოცდებს 23 და 24 ივლისს ჩააბარებენ.

ცენტრი წერს, რომ კონკრეტული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გამოცხადების ზუსტი დრო და საგამოცდო ცენტრის მისამართი მითითებული იქნება თქვენს პირად საგამოცდო ბარათზე. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როდიდან შეძლებენ აპლიკანტები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოფიციალურ ვებგვერდზე მოგვიანებით გამოაქვეყნებს.
გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სრულად

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 87 სტატია.

  • ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენიმედი
  • ელექტროენერგია ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა – გათიშვის მიზეზი ჯერ უცნობიანეტგაზეთი
  • სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად გაიხსნაფორმულა
  • გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი: განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელირუსთავი 2
სრულად →

მსგავსი სტატიები

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

საწვავი კიდევ 5-10 თეთრით გაძვირდა - რა ღირს ბენზინი/დიზელი გასამართ სადგურებზე?

BM.GE

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

ჩინეთი საექსპორტო არხების დივერსიფიკაციას ახდენს და აქცენტს შუა დერეფანზე აკეთებს - TCRC

BM.GE

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

Apple-ის კვარტალურმა შემოსავალმა $109.42 მილიარდს გადააჭარბა

BM.GE

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

სარეცხი ფხვნილი, კბილის პასტა... - ekalata.gov.ge–ზე საყოფაცხოვრებო და ჰიგიენის პროდუქტებიც დაემატა

BM.GE