ეროვნულმა ბანკმა ოქტომბერში $236 მილიონი შეისყიდა
2026 წლის ოქტომბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 235.75 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი, ოქტომბრის მდგომარეობით, 8.25 მლრდ აშშ დოლარს აღწევდა.
როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი, ოქტომბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 235.75 მლნ აშშ დოლარით შეავსო, ხოლო 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ჯამურმა წმინდა შესყიდვამ 3606.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2026 წელს სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:
• იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 86.6 მლნ აშშ დოლარი • თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 429.3 მლნ აშშ დოლარი • მარტი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა 16.2 მლნ აშშ დოლარი • აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 333.3 მლნ აშშ დოლარი • მაისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 632.9 მლნ აშშ დოლარი • ივნისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 612.6 მლნ აშშ დოლარი • ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 488.2 მლნ აშშ დოლარი • აგვისტო - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 555.6 მლნ აშშ დოლარი • სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 248.5 მლნ აშშ დოლარი • ოქტომბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 235.75 მლნ აშშ დოლარი.
ამასთან, როგორც სებ-ის სტატისტიკიდან ირკვევა, გასულ თვეში ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს კიდევ ერთი პარტია შეისყიდა, რის შედეგადაც ოქროს რეზერვების მოცულობამ 1.36 მილიარდ დოლარს მიაღწია. შედეგად, მონეტარული ოქროს მოცულობა 250,000-დან 350,000 უნციამდე, ანუ 10.9 ტონამდე გაიზარდა. ოქროს გასულ თვეში განხორციელებული შესყიდვის ღირებულება 400 მილიონი დოლარია.
