ორიგინალი
ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 8 პუნქტი ₾395 ათასზე მეტით დააჯარიმა - მიზეზები
BM.GE·12:59

ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 8 პუნქტი ₾395 ათასზე მეტით დააჯარიმა - მიზეზები

25 ნოემბერი, 2026 · 12:59

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 8 პუნქტი ჯამში 395 100 ლარით დააჯარიმა.

24 ნოემბერს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებების მიხედვით, ყველაზე მეტი დარღვევა კლიენტისა და ოპერაციების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში აღურიცხავობას უკავშირდება.

დაჯარიმებული კომპანიები და ჯარიმების მოცულობები ასეთია:

• ი.მ. „გევორქ ჩამანიან“-ს ჯამში 76,000 ლარის ჯარიმა დაეკისრა. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 10 ფაქტისთვის 70,000 ლარით. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 3 ფაქტისთვის 6,000 ლარით. • ინდივიდუალურ მეწარმე „გრიგორი სტეფანიან“-ს ჯამში 95,100 ლარის ჯარიმა დაეკისრა. ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 13 ფაქტი, რის გამოც 91,000 ლარით დაჯარიმდა. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ერთი ფაქტისთვის 2,000 ლარი დაეკისრა. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 და მეტი სამუშაო დღით დაგვიანებით წარდგენის 7 ფაქტის გამო კი 2,100 ლარით დაჯარიმდა. • ინდივიდუალურ მეწარმეს „ნარინე თუმასიან“-ს დაეკისრა 2,000 ლარის ჯარიმა ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის ერთი ფაქტისთვის. • შპს „არმან 2008“ დაჯარიმდა 58,000 ლარით. შემოწმების შედეგად გამოვლინდა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 6 ფაქტი, რის გამოც 42,000 ლარი დაეკისრა. ანგარიშგების ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 8 ფაქტისთვის კი 16,000 ლარით დაჯარიმდა. • შპს „გოლდ გრანდ“-ს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 73,000 ლარის ოდენობით. ვალუტის გადამცვლელ პუნქტს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში აღრიცხვის ფორმა დადგენილ ვადებში არ ჰქონდა წარდგენილი, რის გამოც 3,000 ლარი დაეკისრა. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 10 ფაქტისთვის კი 70,000 ლარი. • შპს „გოლდ კრედიტ“-ს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 28,000 ლარის ოდენობით. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 4 ფაქტისთვის. • შპს „ირიციან“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 42,000 ლარის ოდენობით. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 6 ფაქტი. • შპს „ირიციან პლიუს“-ს დაეკისრა ფულადი ჯარიმა ჯამში 21,000 ლარი. კლიენტის და ოპერაციების (გარიგების) შესახებ ინფორმაციის სპეციალური პროგრამული (ელექტრონული) სისტემის საშუალებით აღურიცხაობის 3 ფაქტისთვის.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელი 8 პუნქტი ₾395 ათასზე მეტით დააჯარიმა - მიზეზები

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.