მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კურორტი, რაც კი აშენებულა ქვეყანაში" - ილია წულაია Swissôtel Kobuleti-ზე
"ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კურორტი, რაც კი აშენებულა ქვეყანაში" - ილია წულაია Swissôtel Kobuleti-ზე

"ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კურორტი, რაც კი აშენებულა ქვეყანაში" - ილია წულაია Swissôtel Kobuleti-ზე

BM.GE4 ივნისი, 2026, 02:01|bm.ge

ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსი Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი შენდება, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს გააერთიანებს.

პროექტის ოფიციალური პრეზენტაცია, რომელსაც დეველოპერული კომპანია „არქი“, საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ი და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდი Swissôtel-ი ახორციელებენ, დღეს გაიმართა.

პროექტი სამ მონუმენტურ შენობას მოიცავს და გააერთიანებს სასტუმროს, საცხოვრებელ და საინვესტიციო აპარტამენტებს, შიდა და გარე საცურაო აუზებს; კომპლექსში ასევე განთავსდება საკონფერენციო სივრცე, ლობი, ლაუნჯი და ბარი, იტალიურ რესტორანი, კაზინო, 2500 კვ.მ ფართობის ფიტნესდარბაზი, სპა, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საბავშვო გასართობი სივრცე.

"ჩვენ ვიმყოფებით ადგილას, სადაც საბჭოთა კავშირის დროს იყო "ინტურისტი". დღეს კი ვიწყებთ ძალიან მაგარი კომპლექსის - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის მშენებლობას. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რაც კი განხორციელებულა ქვეყანაში და რეგიონში, ხოლო ქობულეთში ყველაზე დიდი. Swissôtel-ი არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდი, რომელსაც წარმომადგენლობა აქვს მსოფლიოს მასშტაბით, ესაა პრემიუმ ბრენდი. Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი იქნება ერთ-ერთი ფლაგმანური Swissôtel-ი, ისეთივე როგორიცაა ბოსფორის სრუტეზე მდებარე Swissôtel-ი სტამბოლში. ამიტომაც ავარჩიეთ ეს ბრენდი, რომ შავ ზღვასთან და ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან აქვს კავშირი.

ჩვენთან იქნება 3000 კვ.მზე მეტი სპა და ველნესი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ორი შიდა აუზი 25-მეტრიანი, ორი ღია აუზი. იქნება 6 რესტორანი, ბარი და კაფე, რომლებიც დამსვენებლებს მოემსახურება - ანუ ყველაფერი რაც კი შეიძლება კურორტული დასვენებისთვისაა საჭირო. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კურორტი, რაც კი აშენებულა ქვეყანაში. ამ ყველაფერში ჩვენ 300 მლნ დოლარის ინვესტიციას ვგეგმავ, ინვესტიციის მასშტაბიც მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის პროექტი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა "არქის" დამფუძნებელმა ილია წულაიამ.

ცნობისთვის, Swissôtel-ის ბრენდი 1980 წელს დაარსდა და დღეს 20-ზე მეტ ქვეყანაში 40-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს. NEXT-ი კი პირველი საერთაშორისო დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელსაც მსოფლიო მასშტაბის ბრენდებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მის პარტნიორებს შორის არიან ისეთი გლობალური სახელები, როგორებიცაა Wyndham Hotels & Resorts და Radisson Hotel Group. ხოლო "არქი" 2006 წელს ილია წულაიამ და მისმა პარტნიორებმა დააფუძნეს. დღეისათვის „არქის“ დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მასშტაბური

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • ცეცხლის ალყაში მოქცეული ევროპა - მასშტაბური ხანძრები და საფრთხე ატომურ ელექტროსადგურზერუსთავი 2
  • რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო და დრონებით თავდასხმას უკრაინაში სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდაიმედი
  • სოხუმის ცნობით, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა ენგურჰესზე ავარიას უკავშირდებოდანეტგაზეთი
  • სემეკი: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყოფორმულა
მასშტაბური →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE