მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

BM.GE12 მაისი, 2026, 22:35|bm.ge

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობას იწყებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე მოსკოვის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი იქნება. საუბარია გაუმჭვირვალე მფლობელობის მქონე სანავთობო ტანკერების ქსელზე, რომელსაც კრემლი რუსული ნავთობის გადასაზიდად იყენებს.

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ ამ სექტორზე ზეწოლის გაძლიერება კრემლის შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროს გადაკეტავს და ვლადიმირ პუტინს უკრაინის სამშვიდობო შეთანხმებაზე დათმობებისაკენ უბიძგებს. არსებული ინფორმაციით, შეზღუდვების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში დამტკიცდება.

როგორც ირკვევა, „ჩრდილოვანი ფლოტის“ გარდა, სანქციები რუსულ ბანკებს, ფინანსურ ინსტიტუტებსა და სამხედრო-სამრეწველო კომპანიებსაც შეეხება. სიაში მოხვდებიან ის ფირმებიც, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოპარული მარცვლეულის რეალიზაციას ეწევიან.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ევროკავშირს იმ ზომების ამოქმედების შესაძლებლობა ეძლევა, რომლებიც აქამდე დაბლოკილი იყო. მათ შორისაა პერსონალური სანქციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალჩინოსნებისა და პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ. ამასთან, ევროკომისია განიხილავს რუსული გემებისთვის საზღვაო მომსახურების აკრძალვის იდეას, რასაც მანამდე მალტა და საბერძნეთი ეწინააღმდეგებოდნენ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განმარტებით, უნგრეთში ჩატარებული არჩევნების შემდეგ სანქციების პროცესმა ახალი იმპულსი შეიძინა. ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ რუსეთის ეკონომიკა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე რთულ მდგომარეობაშია და ახლა ზეწოლის გაძლიერებისთვის საუკეთესო მომენტია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE